ქალაქ ოზურგეთში რეკონსტრუირებული ქუჩების გამწვანება დაიწყო
პოლიტიკა - 12:06, 29 Feb, 2016     2029
ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

აღნიშნულ ქუჩაზე გზაგამყოფის მშენებლობის შემდეგ გამწვანების სამუშაოები დაიწყო.

ემონიუსის ჯიშის მარადმწვანე მცენარე, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე დაირგო, ყინვაგამძლეა და დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს კარგად ეგუება. ემონიუსი გამწვანების სისტემაში ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეა.

დარგვის სამუშაოებს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ქალაქის მერი სამუშაო პროცესში თავადაც აქტიურად ჩაერთო.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქუჩების რეკონსტრუქციის სამუშაოები ქალაქის მერიამ გასული წლის ბოლოს დაიწყო. გაკეთდა გზაგამყოფი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქალაქის იერ-სახე, დაარეგულირა მოძრაობა, როგორც ქვეითთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო გახადა.

“სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში გამწვანების კუთხით წლების მანძილზე არაფერი კეთდებოდა, თორემ დღეს ოზურგეთი ბევრად ლამაზი ქალაქი იქნებოდა.

ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე უკვე გავაშენეთ დეკორატიული მუხის ხეები. ამჟამად ჭავჭავაძის ქუჩის გამწვანება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება და ვფიქრობთ, მისი დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი გაცილებით ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, ვიდრე დღეს არის.“ - განაცხადა ქალაქის მერმა.

გამწვანების სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42