ნარკოტრეფიკისთვის მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა - რუსთავი 2-ის ექსკლუზივი
პოლიტიკა - 21:29, 28 Feb, 2016     13013
მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში სავარაუდოდ ბაქოდან 19:00 საათისთვის ჩამოვიდა. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქალბატონი კომენტარს არ აკეთებს. ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრები კამერების დანახვისას ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად განწყობილი იყვნენ და კამერების დამტვრევითაც იმუქრებოდნენ.

ბაბუცა გორდაძე დარეჯან კოხტაშვილთან ერთად 6 წლის წინ მალაიზიაში ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს. დარეჯან კოხტაშვილს აეროპორტში ბარგში სურათის ჩარჩოში 5 კილოგრამამდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.

მალევე სამართალდამცავებმა კიდევ ერთ მოქალაქეს, ბაბუცა გორდაძეს მიაკვლიეს, რომელსაც კოხტაშვილის მსგავსად ასევე სურათის ჩარჩოში დამალული იგივე შემცველობის აბები უპოვეს. ორივე ქალბატონს მალაიზიის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მოგვიანებით თურქეთიდან დაბრუნდა და სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ ორივე ქალბატონს ნარკოტიკები ისე ჩაუდო, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მალაიზიის სასამართლომ საპროცესო გარიგების საფუძველზე როგორც კოხტაშვილს, ასევე გორდაძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

საბოლოოდ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ 2016 წელს ორივე გათავისუფლდებოდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42