"ქართული ოცნების" ოფისში ფრაქციის წევრები პრემიერ-მინისტრს ხვდებიან.
აქციის ორგანიზატორები რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პარტია ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით არის დაკავებული. აქციაზე შეკრებილები გოგი თოფაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
აქციაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტი", "საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დაცვის კომიტეტი", "მომავლის გზა", "ინდვიდუალურ მესაკუთრეთა კავშირი", ადამიანის უფლებების დაცვის და დახმარების საერთაშორისო კავშირი "ნდობა" და სხვ.
,,სამი წელია წერილებს ვწერ, არქივი მაქვს უკვე შედგენილი და პასუხი არ მიმიღია და ჩვენს პასუხი არ ჰქონია ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარეს. იყიდება საქართველო და ამასთან ერთად, ამათი იდეოლოგია არანაირად ახლოს არ არის ქართულ მორალთან, ჯიშთან და ჯილაგთან. რესპუბლიკური პარტია ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება“ - აცხადებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მამისია ჯაფარაშვილი.
,,ეს რესპუბლიკელები რომ ადანაშაულებენ გოგი თოფაძეს, რომ ეს არიო საპნის ქარხანაო და ჩვენ ვართო ინტელექტუალებიო, სინამდვილეში, ეგენი არიან ქვენის მოღალატეები და გოგი თოფაძე და ეს ტანდემი ზურაბ ტყემალაძე არიან ქვეყნის ნამდვილი მოკეთეები, რომლებმაც გადაარჩინეს მრეწველობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ გოგი თოფაძეს, რამეთუ ევროპისკენ კარგია, მაგრამ საქართელოს არ ეშველება თუ არ დავარეგულირეთ ჩვენ რუსეთთან რუთიერთობა“ - აცხადებს აქციის მონაწილე გურამ კუპატაძე.
მასალის გამოყენების პირობები






