,,შშმ პირებს მასხრად იგდებენ და სულში აფურთხებენ... მას არავინ ყავს ქვეყანაზე“ - მაგდა ბეჟანიშვილი ხელისუფლებას მიმართავს
სოც.მედია - 13:03, 28 Feb, 2016     6123
ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შშმ პირების მიმართ დამცინავ დამოკიდებულებას აპროტესტებს. მაგდა ბეჟანიშვილი კანონმდებლებისა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავს ქმედებაზე რეაგირებას ითხოვს:

მე მაგდა ვარ.

24 წლის შშმ პირი.

უფრო კონკრეტულად პირველი ჯგუფის უსინათლო/

კანონის დამწერი მაინტერესებს ვინაა. ვინ წერს კანონებს?

ვინ გახადა დაუწერელ კანონად მორალი?

რატომ არავინ აქცევს ყურადღებას სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებს? ვიდეოებს სადაც შშმ პირებს მახსრად იგდებენ და სულში აფურთხებენ?

რატო არავინ ისჯება იმის გამო, რომ ასეთი იუმორით შშმ პირებს სულიერად ანგრევენ და ამახინჯებენ?

რატომ არავინ გახადა დაუწერელ კანონად მკვლელობა?

ეხლა ვიღაც გურჯაანელი მოვიდეს, ვიდეო გადამიღოს, ჩემზე იღადაოს, მერე საზოგადოებამ უარესი მიქნას სოციალურ ქსელში, და ეს არ უნდა დაისაჯოს?

მე ვნახავ ვიდეოს ვიცი ვინც გადამიღო, წავიკითხავ კომენტარებს და აფექტურ მდგომარეობაში იმ გადამღებს ან სპიცით მოვკლავ ან სამუდამოდ დავასახიჩრებ მინიმუმ. და ჩემთვის კანონი ხდება დაწერილი და ციხე უნდა ვხეხო?

მოვითხოვ კანონის დამწერი მანახეთ ვინმემ და დაწეროს მორალის კანონი.

დაწეროს კანონი რომელიც უმორალო არაკაცებს და არაქალებს სათანადოდ დასჯის.

მოვითხოვ მოგვაშოროთ თქვენი დამპალი ბინძური ხელები შშმ პირებს.

მოვითხოვ, ჩაიფურთხოთ საკუთარ სულებში და შშმ პირების სულიერებას პატივი სცეთ.

მოვითხოვ, ყველა საჭირო ორგანოსგან მიხედონ თელაველ მარის, რომელიც სავარაუდოდ ქუჩაში ცხოვრობს.

მას არავინ ყავს ქვეყანაზე.

არის შშმ პირები და ვიღაც დამპალი სოფლელები ისე გადადიან და გადმოდიან მის სულიერებაზე, რომ რა მორალი რის მორალი საკუთარი სულიერებაც კი არ გააჩნიათ.

მოვითხოვ, ყველა ჟურნალისტმა გაავრცელოთ ეს პოსტი.

მარტო ის კი არაა, რომ ბადურაშვილი ლალისთვის და მიშა მესხისთვის დაწერილი პოსტებით, რომ მოიმატეთ გვერძე ლაიქები. მოგვხედეთ შშმ პირებს.

მოვითხოვ, საზოგადოებამ შეწყვიტოს, ჩვენი სიბრალური და მახსრად აგდება.

მოვითხოვ, დედებისგან და მამებისგან, ასწავლეთ თქვენ შვილებს კაცობა და ქალობა. ასწავლეთ ადამიანობა და ნუ გიხარიათ და ნუ ამაყობთ იმ ფაქტით, რომ ორი სამი წლის შვილებმა კომპიუტერის ჩართვა გამორთვა და youtob-ze სასურველი ვიდეოების გახსნა იციან.

მოვითხოვ, რომ ასწავლოთ და ისწავლოთ, რომ შშმ პირები ვართ ადამიანები, რომლებსაც ისე შეგვიძლია მორალურად გაგანადგუროთ, რომ სამუდამოდ წაგაქციოთ სულიერად, მაგრამ არა! ჩვენ უკადრებელს არ ვკადრულობთ და გვეციტ პატივი.

მოვითხოვ, განათლების სამინისტრომ მოიგონოს გაკვეთილის სახით და მოსწავლეებს პირველი კლასიდან უკითხონ მორალი.

მოვითხოვ, ყველა იმ ადამიანის სათანადოდ დასჯას რომლებმაც თელაველი შშმ პირი მარი მახსრად აიგდო, ვიდეო გადაუღო, დასცინა, იმხიარულა, სხვებიც ამხიარულა, მერე სოციალურ ქსელში ატვირთა, მერე სხვა გვერდებმა წაიღეს ლაიქების მომატების მიზნით, მერე კომენტარებში ძირი უთხარეს ამ გოგოს და ყველა ის ადამიანი მიაყოლონ ზედ ვინც საკუთარი აყროლებული ხელები ჩვენკენ შშმ პირებისკენ გამოიშვირა.

მოვითხოვ, დაგვაცადოთ არსებობა,

მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ შშმ პირებმა,

ნუ მოგვაქცევთ იმ საზოგადოების ნაწილი ყურადღებას ვისთვისაც ჩვენ გასართობი საგნები ვართ და გთხოვთ კბილები გამოიხეხეთ სანამ გვახსენებთ და თან როგორ, აუგად.

მოვითხოვ, პარლამენტისგან, განიხილონ ჩემი პოსტი და დააკანონონ ყველა იმ ფურთხია არარაობის დასჯა რომელიც ჩვენ, შშმ პირებს გვავიწროვებენდა არ გვაძლევენ ადაპტირების საშვალებას.

მოვითხოვ, დაკრეფილი ვენახებით ნაშოვნი ფულები მამიკოებმა სათანადოდ გაანაწილონ ოჯახებში და ვაზის ცრემლების ფასად ნაყიდი ჯიპიანი ტიპები ნუ გვეჩხირებით ყელში შშმ პირებს.

მოვითხოვ, რომ მოითხოვოთ თქვენც და დაგვიდგეთ მხარში, შშმ პირებს.

მე მაგდა ვარ, 24 წლის უსინათლო თელავიდან. და მე მოვითხოვ! შენ?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42