ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს სამხედრო ძალების ახალი სტრუქტურა განიხილა
პოლიტიკა - 18:34, 27 Feb, 2016     1730
ეროვნულმა უშიშროების საბჭომ საქართველოს სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.

აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს.

„ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში ეს იყო სამხედრო ძალების სტრუქტურა. ახალი სტურქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის.

აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც გვაქვს ნატო-ს მომავალი სამიტისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრების მიმართ.

ჩვენი პოზიცია და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია არის ერთიანი და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42