,,ეს ჩინური კომპანია სოფელს თავზე გვანგრევს“- აქცია ორმეთში, მოსახლეობა ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობს (ფოტომასალა)
პოლიტიკა - 16:36, 27 Feb, 2016     27777
ხალხმრავალი აქცია გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში.

აქციის მონაწილეები იმ დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვდნენ, რომელიც ჩინური კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების აქტიური მოძრაობის გამო ზიანდება. ორმეთელების თქმით სოფელში გზები კატასრტოფულ მდგომარეობაშია და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ:

ოტია ხომერიკი; ადგილობრივი: - დღეს ორი ბეტონის სტოლბა მოიტანეს, ვითომ პრობლემას აგვარებებ ისე. დასანახავად კეთდება ეს ყველაფერი. ოზურგეთის მაჟორიტარსაც მივმართეთ, ხელმოწერები შევაგროვეთ, მივმართეთ გამგებელსაც, გუბერნატორსაც. აქ ნორმალური გზა გვქონდა, მაგრამ მიმდინარე სამუშაოებმა დაანგრია. ფეხითაც ვერ გაივლის ადამიანი ისეთი სიტუაციაა. ერთხელ გადავკეტეთ გზა, მეორეჯერ, დაგვიყარეს ხრეში, გაიარა ისევ ამ დიდი გამავლობის მანქანებმა და გზაც გაფუჭდა. ეს კარიერი არის ჩოჩხათის, გაღმელებმა არ დაანებეს გაკეთება, ჩვენ არაფერი არ ვთქვით და დაგვიჯაბნიეს. 60 ტონიანი მანქანები გვინგრევენ გზას. არაფერზე ყურადღება არ არის. ჩვენმა მაჟორიტარმა საჩივარსაც კი არ უპასუხა, დაუჩემებია მაჟორიტარი უნდა ვიყო არჩევნებზეო. 35 ოჯახის წერილზე რეაგირება მოახდინა. ერთი სოფლის ტკივილი გულთან მიიტანა? უყურადღებობა და არაფრად ჩაგდება ხალხის როგორ შეიძლება. მოვიდა ეს ჩინური კომპანია და ჩვენ სოფელი დაგვანგრია თავზე. აქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება.

ომარ სირაძე:- მოდის საპარლამენტო არჩევნები და ყველა მოგვაკითხავს ხმა მომეცითო, ისე არავის არ ვახსოვვართ. უამრავჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ რა ხეირი. მთლად დაგვანგრიეს სოფელი თავზე, ან ისინი უნდა დარჩენ სოფელში და ან ჩვენ. 50 ტონიანი მანქანები მუშაობენ. კია 6-7 თვე რაც მიდის მუშაობა, ჩვენ ერთი ნიჩაბი ხრეში ვერ აგვიღია და ესენი გვანგრევენ სოფელს თავზე. არ გვყავს პატრონი, ვის არ მივმართეთ და უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებმა სოფლის ცენტრიდან იმ ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ჩინური კომპანია ინტერტული მასალის მოპოვებას ახორციელებს. ადგილოზე კომპანიის წარმომადგენლებიდან არავინ იმყოფებოდა. ორმეთელები ეკოლოგიურ საფრთხეზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ ყურადღება დროულად არ იქნება მიქცეული, გარდა ორმეთისა, საფრთხე ბაილეთსა და კონჭკათსაც შეექმნება:

- რა უბედურებაა ეს, რას ხედავ ჩვენი თვალები, ხომ ხედავთ რა სიტუაციაა. ერთი ხიდი გვქონდა სამეზობლოდ ჩოჩხათთან და ისიც გაგვიუქმეს ამ კარიერის გამო. მთელი ღამე მიმდინარეობს მუშაობა. ამოიღებენ ქვიშას, მერე ხომ უნდა ამოივსოს ეს ორმოები, ხო და მოაქვს ზემოდან მთელი ბალასტი. თუ კიდევ ასე გაგრძელდება, ცოტა ხანში ბაილეთი და კონჭკათი ჩამოვა აქ. სანაპიროზე ფეხის ჩადგმა რომ გინდოდეს, ვერ ჩახვალ. არც საბანაოა და არც სათევზაო. სოფელს ყველაფერი აეკრძალა,- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი აქციებს გააგრძელებენ და ბოლოს შესაძლოა შიმშილობაც კი დაიწყონ. მანამდე კი როგორც ორმეთელები აცხადებენ, კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ:

ნანა მელქონიან: - გამოვდივარ მთელი სოფლის მოთხოვნით, აუტანელი მდგომარეობაა, ვერც ფეხით გაივლი და ვერც მანქანით, სახლებსაც ბზარები გაუჩნდა. გვპირდებიან მოვალთ და გზას გავაკეთებთო, თუმცა უშედეგოდა. დავიღალეთ, აღარ გვინდა არც გზა და არც არაფერი მაგათი, ოღონდ წავიდნენ აქედან. ბოლო- ბოლო დაგვადგეს საშველი. მთელი სოფელი ვაპირებთ ჭიშკართან დავჯდეთ და მუშაობის საშუალება არ მივცეთ. სხვა რაღა დაგვრჩენია. არჩევნები მოვა და ყველა აქ არის ხმა მომაცითო, რა არის მართლა, სოფელმა არ უნდა იარსებოს? სასწრაფო გამოიძახეს და მძღოლმა გვითხრა ცუდი გზაა და ვერ ამოვალთო. გუბერნატორსაც კი მივმართეთ, მაგრამ არც არაფერი. ზაფხულში ხომ საშინელებაა, ფანჯარას ვერ გააღებ, სარეცხს ვერ გაფენ, ქუჩაში მტვერი დგას, სუნთქვაც კი გვიჭირს.

თეა იოსელიანი, გურია

ფოტო ადგილიდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42