2017 წელი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდება
პოლიტიკა - 13:19, 27 Feb, 2016     3461

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბორდოში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება. 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის ,,ვენახი - საქართველო“ ორგანიზატორი იქნება.

როგორც, საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ აღნიშნა, საამაყოა, რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება. ,,ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველო ღვინის აკვანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გამოფენა არ იქნება. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ საზოგადოებას უფრო ახლოს გაიცნოს ქართული ღვინო და ბრწყინვალე ქვეყანა - საქართველო“, - განაცხადა სილვი კაზიმ.

2017 წელს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის საგამოფენო სივრცე თვენახევრის განმავლობაში მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას. გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაციების, კონფერენციების, ფილმების ჩვენებების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა. აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებასა და დაფინანსებას ქართულ მხარესთან ერთად, ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდი განახორციელებს.

მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, რომლის აშენება ქალაქ ბორდოს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები.

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საქართველოში გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მრჩეველი მერაბ მიქელაძე, საპატიო კონსული ბორდოში ალენ ღამბაშიძე და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბორდოში, სოფელ სენტ-ემილიონში შატო გრან მენის ვენახები დაათვალიერეს და უმაღლესი კლასის ღვინის წარმოების ხაზს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ სენტ-ემილიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და ბორდოს რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42