"ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მაგრამ არა იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის ერთ- ერთ ლიდერზე ხდება თავდასხმა, არამედ იმიტომ, რომ როდესაც ქუჩაში, დღისით, მზისით, ასეთი თავდასხმა ხდება, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მომსწრეებიც ჩვენ გავხდით პასუხს ძალიან მალე გასცემს. პასუხი ამ დანაშაულის მიმართ ძალიან მკაცრი და სწრაფი უნდა იყოს. ეს არის ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო მისია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ. პირველის" ეთერში.
ჟურნალისტმა მინისტრს ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის ჟურნალისტ - ეკა მიშველაძის განცხადება შეახსენა სადაც ის თვალთვალზე საუბრობდა.
"სუს - ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს, შუა ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღით არ ესხმიან. ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას პასუხი გასცა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






