ლანჩხუთის გამგებელს მოქალაქეები რუსულად დაწერილი განცხადებით მიმართავენ
დღეს ლანჩხუთის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 7 ძირითადი, ერთი კი დამატებითი საკითხი განიხილეს. დეპუტატები თითქმის 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, ყველაზე ხმაურიანი 2 საკითხი გამოდგა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გია გოგუაძემ საკრებულოს ამას წინათ ჩატარებული რიგგარეშე სხდომა გაიხსენა და განაცხადა, თუ სოფლის პროგრამებიდან იყო დაგეგმილი თანხის ინფრასტრუქტურაში გადატანა, მაშინ ეს წინა სხდომაზე რატომ არ გავაკეთეთო. რასაც საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტება მოჰყვა:"მაშინ ბატონო, სოფლის პროგრამების თანხა არ იყო დამტკიცებული. დღეს არის 806 ათასი ლარი და აქედან მოხდება 50 ათასი ლარის ასახვა ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვის." გოგუაძემ ერთ-ერთ სესიაზე მოწონებული სპორტული ცენტრის მშენებლობის პროექტი მოიკითხა, რაზეც განუმარტეს, რომ სპორტული ცენტრის მშებლობაზე პროექტი მალე იქნება მზად და ამისთვის 20 ათასი ლარიც კი არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი.
სოფლის პროგრამებიდან 50 ათასი ლარის ინფრასტრუქტურაში გადატანას დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია `ლანჩხუთი ევრო ატლანტიკური მომავლისათვის~ თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ იკითხა: `სოფლის კრება თუ არის საჭირო ამ თანხის მოკლებაზეო?!~ რაზეც უპასუხებს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეოდა. ნონა მურვანიძე: `სოფლის პროგრამების განსახორციელებლად არსებობს სპეციალური ფორმულა, რომლითაც ხდება იმ თანხის გამოყვანა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმ სოფელს. გათვალისწინებულია მისი მოსახლება, სიდიდე და ა.შ. თუ ჩემს სოფელში ცვლილება არ შესულა, თანხას როგორ მაკლებ და როგორ მეუბნები, რომ ეს ინფრასტრუქტურაში მიდისო?ინფრასტრუქტურული პროექტები ისედაც გაწერილია. ეს არის ძალიან არასწორი რამ~. საკრებულომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საკითხები დადებითად გადაწყვიტა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის თანამონაწილეობის თანხა, რიგით მეოთხე სესიაზე `შესრულებულად~ გამოაცხადა. რიგით მეერვე საკითხი-სხვადასხვა, როგორც ყოველთვის განცხადებების სიმრავლით იყო გამორჩეული. ოპოზიციონერმა კახა ასკურავამ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილება შეახსენა გამგებელს და კოლეგს, რომლითაც აკეთში, აცანასა და წყალწმინდაზე ბუნებრივი აირი შევა: `კარგია, რომ ამ სოფლებში შევა გაზი და ვულოცავ იქ მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ მაინტერესებს, სხვაგან რა იქნება. ნიგოითის თემში დიდი ალბათობით თქვენი გამგებლობისას, მიუხედავად დაპირებისა, გაზიფიცირების სამუშაოები ვერ მოხდება. იგივე შემიძლია გითხრათ მამათზეც.~ ასკურავას არ დაეთანხმა მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ დაეთანხა _ `მამათში მოხდება გაზიფიცირება~. მთავრობის ჩამონათვალში არ წერია – უთხრა ასკურავამ ურუშაძეს. `გეუბნებით, რომ მამათიცაა. შუხუთში მალე დასრულდება გაზიფიცირება. რაც შეეხება ნიგოითს, ვმუშაობთ ამ საკითხზე. 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემ, რომ ეს ყველაფერი წელს დაიწყება, მაგრამ მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ თქვენ იმედები არ გაგიცრუოთ.~ ოპოზიციონერმა საკრებულოს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა შეახსენა, რომელსაც 18 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა:`ამ საქმეში უშიშროების მაღალჩინოსანის ბრალეულობა იკვეთება. საუბრობენ, რომ საქმე შესაძლოა ჩაიფარცხოს და ეს არ უნდა მოხდეს.~ ასკურავას განცხადებას სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე გამოეხმაურა: `მე როცა ადგილზე მივედი, ფაქტი 10 წუთის მომხდარი იყო. ის ბავშვი უკვე გარდაცვლილი გახლდათ. მე არ ვიცი, ვისი ბრალეულობა ჩანს ამ საქმეში, მაგრამ თუ აქეთკენ მიდის საუბარი ძალიან ცუდია.~ ზაზა ურუშაძე: `ვერავინ ვერ დააფარებს ხელს. პირველი მე ვიყვირებ ამაზე ხმამაღლა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ვერ გაბედავენ ამის გაკეთებას. სხდომაზე ასევე ორი მოქალაქის: მამია გუჯაბიძის და ენვერ ანდღულაძის განცხადებების შესახებ იმსჯელეს. როგორც ითქვა, გუჯაბიძეს რუსულად დაუწერია განცხადება და ისე მიუმართავს გამგებლისათვის დასახმარებლად, რასაც დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რას ჰქვია ქართულად არ დაწერაო. მოქალაქეთა განცხადებებს ეთიკის კომისიის თავკაცი რომან ბიწაძე გამოექომაგა, _ რუსულად იმიტომ დაწერა ბატონო ზაზა, რომ ქართულად დაწერილი განცხადება არავინ წაიკითხა. ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გწერდათ, რომ სახლი თავზე მენგრევაო. ახლა ენვერ ანდღულაძე ძველ ბერძნულად წერს განცხადებას, შეიძლება გერმანულადაც დაწეროს, რათა ის ვინმემ წაიკითხოს~. სესიის დასასრულს, ლესის მაჟორიტარმა, ელისო ჭიჭინაძემ მადლობები გადაუხდა მუნიციპაიტეტის გამგებელს, თანაც შენიშნა, _ კარგია ამ ნოტაზე თუ დავასრულებს სხდომას, მართალია ეს მადლობები სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მაგრამ მისი უთქმელობაც არ შეიძლებოდაო. უმრავლესობის ლიდერმა, კახა ურუშაძემ ლესის მაჟორიტარის იდეა მოიწონა, მაგრამ ასე არ გამოვაო და კოლეგებს ელგუჯა ჩხაიძის მხრიდან ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკულ წერილებზე ეთიკის კომისიის დასკვნის გაცნობა მოთხოვა. რომან ბიწაძემ თქვა, რომ საკითხს სპეციალურ სხდომას მიუძღვნის. `სანამ ელგუჯას საკითხს განიხილავთ, იქნებ გამგებლის მდივლის განცხადებებიც შეგესწავლათ, რომელიც ზოგიერთ დეპუატატის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელდაო~ _ განაცხადეს დეპუტატებმა. გია გოგუაძემ საკუთარი მაგალითი მოიყვანა. `ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა, რომელიც ძალიან ამაზრზენია და ამაზე ვინმე პასუხი არ უნდა აგოს?!~ აღნიშნული განცხადებების დროს ელგუჯა ჩხაიძესთან აცანის მაჟორიტარი ემზარ თედორაძე მივიდა და წერილში გამოთქმული ფრაზების უარყოფა მოსთხოვა. `შენ ეს არ უნდა გეკადრებინა. ჩირქი მოგვცხე ყველას.რა უფლება გაქვს, რომ ჩვენზე ასეთ სიბინძურეს წერ, თავად ხარ ბინძური სულის მქონე ადამიანი და ამას სხვა ნუ აბრალებ~ - თედორაძის სიტყვებს დარბაზში არეულობა, ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი დაპირიპირება მოჰყვა. ამ ფონზე კი, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა