რაც შეეხება დაჭრის ფაქტის შეფასებას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი კრიმინოგენურ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და შსს-ს მომხდარის სწრაფად გამნოძიებისკენ მოუწოდებს.
"ვიცი, რომ ბუკა დღეს 12 სათისთვის მისული იყო ლევან მიქელაძის სასაფლაოზე, დღეს ლევან მიქელაძის დაბადების დღეა და ამას იგივე ყოველ წელიწადს აკეთებდა. მას აქვს მოხვედრილი 3 ტყვია, ფეხში და მუცლის არეში, როგორც ჩანს იყო 5 გასროლა, რამდენადაც მე ვიცი ის იქ მარტო იყო მისული. ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა სტაბილურია"- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით "თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა უსერიოზულესი ფაქტია.
"პოლიციაა მოსული და იმედია ყველაფერს მალე გამოიკვლევენ, საერთოდ ადამიანზე თავდასხმა არის მძიმედ შესაფასებელი და ეს პირველი შემთხვევა არ არის უკანასკნელ პერიოდში, ესე დღისით მზისით, ადამიანებს კლავენ, ადამიანებს ჭრიან და კრიმინოგენული ვითარება რომ არ არის საქართველოში და საშიში, რომ გახდა ქუჩაში გასვლა ამას ვხევადვთ არა მხოლოდ ბუკას მაგალითზე, არამედ საერთოდ. და ჩვენთვის, მისი ახლობლებისთვის ეს ორმაგად უფრო მძიმეა. და თუკი აღმოჩნდება, რომ ამას პოლიტიკური მიზეზი აქვს, შემაშფოტებელია. ყველანი ვართ გაოგნებულები“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






