სუს-ის უფროსის მოადგილე КГБ-ს კადრია- კანდელაკი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:07, 26 Feb, 2016     5566
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი ე.წ კაგებე-ს კადრია. ამის შესახებ ინფორმაცია კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ ამჟამინდელი მთავრობის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი არაერთხელ გამოავლინა. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაქტიურად შეწყვეტილია კონტრდაზვერვითი საქმიანობა, სისტემა გაივსო არაკომპეტენტური კადრებით მაშინ როცა არაერთი კვალიფიციური და ღირსეული ოფიცერი ან სამსახურიდანაა გაშვებული ან დაპატიმრებული (მაგალითად კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე) ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმის შესახებაც რომ რეალურად მიმდინარეობს ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ინფილტრაცია მტრული სახელმწიფოს მიერ. დღეს გვსურს შემოგთავაზოთ ამის დამადასტურებელი მაგალითი. ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთის 1985 წლის ნომერი, რომლის თანახმადაც ამჟამად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად. ამის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბ-ნი მჭედლიშვილი ასევე მუშაობდა მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ორივე თანამდებობა, პირდაპირ წარმოადგენს საბჭოტა კავშირის უშიშროების კომიტეტის ე.წ. კაგებეს ნომენკლატურას.

ანუ გამოდის რომ დღეს, საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლიტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე არის კაგებეს ყოფილი ნომენკლატურა. აღნიშნული ინფორმაცია არის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სისტემის მორღვევის გამო განგაშის ზარის შემოკვრის კიდევ ერთი მიზეზი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ბ-ნი მჭედლიშვილია დაკავებული - ბიძინა ივანიშვილის დავალებით - რუსული პროპაგანდის კოორდინაციით და სხვადასხვა მედია საშუალებების დაფინანსებით, რომლებიც ახდენენ აღნიშნული პროპაგანდის გავრცელებას. შეგახსენებთ რომ ანტიდასავლური პორპაგანდის საქართველოში გაძლიერებაზე სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დაზვერვაც საუბრობდა. ბატონი მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკ „ქართუში“ ითვლება პირდაპირ ივანიშვილის კადრად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

ბატონი მჭედლიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან რადგან მის მიერ თანამდებობაზე გატარებული ყოველი წუთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა ბატონი მჭედლიშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. და დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ ვინც ახდენდა მისი ამ თანამდებობაზე დაინშვნის ლობირებას, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ."- განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42