დოლიძე კონსულტაციას უწევდა ორგანიზაციას, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელები- ენმ
პოლიტიკა - 12:34, 26 Feb, 2016     2223

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებული ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative.

„თავისთავად კონსულტაციის გაწევა რუსეთში მოქმედი ორგანიზაციისთვის ან თანამშრომლობა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.

ამ ორგანიზაციამ 2008-2009 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე ათეული სარჩელი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის და „ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ სახელით. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობაში. გახსოვთ, რომ „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“ და „ოსების გენოციდი“ ვლადიმირ პუტინის მთავარი ბრალდებები იყო საქართველოს მაშინელი ხელისუფლების მიმართ.

რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივამ სულ რამდენიმე თვის წინაც, მიმართა განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას. 2015 წლის ნოემბრის შეტყობინებით ორგანიზაცია ითხოვს „ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ საჩივრების გამოძიებას. კერძოდ, საუბარია 20-დე დაზარალებულის საქმის განხილვაზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ 2008 წლის ომის დროს ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაში, სამოქალაქო პირების მკვლელობებში, გატაცებებსა, და მძევლად აყვანაში.

ანა დოლიძე ერთადერთი არ არის რესპუბლიკური პარტიის კადრებიდან. ამ ორგანიზაციასთან 2008-2010 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა თამარ ხიდაშელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელი. ის ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია.

საგანგაშოა, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომლის წევრები, პირდაპირ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მტრის, რუსეთის ინტერესებს და რჩევებით ამარაგებენ იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დანაშაულების ჩადენაში, ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობებში. „





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42