მომღერალი მარკუს მეტრეველი მაყურებლისთვის თავისი ცხოვრებიდან ორ უცნობ ეპიზოდს იხსენებს. მომღერალი „სხვა რაკურსს“ სტუმრომდა და მისი გამაოგნებელი ისტორია სწორედ გია ჯაჯანიძის შოუში მოყვა. აღმოჩნდა რომ მარკუს მეტრეველმა სიკვდილს ორჯერ ჩახედა თვალებში და ორივეჯერ სასწაულად გადარჩა. პირველი შემთხვევა ბავშვობაში გადახდა. ის საცხოვრებელი სახლის მე-13 სართულის აივნიდან გადმოვარდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს გადარჩა. როგორც მომღერალი ამბობს, როცა თვალი გაახილა, მე-12 სართულის აივანზე გაბმულ სარეცხის თოკებზე იყო დავარდნილი და უსაფრთხო ადგილას ის ბებიამ გადმოიყვანა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, საბერძნეთში მოხდა. მარკუსს მოტოციკლმა უმტყუნა და ავტობუს შეეჯახა. ამ შემთხვევამ, რა თქმა უნდა, მომღერლის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა და ამასთან ერთად დროებითი ამნეზიაც გადაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






