17 წლის ძალიან მაგარი ბიჭის ისტორია
სოც.მედია - 09:00, 26 Feb, 2016     15729

თოქ-შოუ პროფილის ერთ-ერთი სტუმარი 17 წლის ლექსო იყო, რომლის ისტორია მართლაც რომ არავის დატოვებდა გულგრილს. ლექსო მიუხედავად ასაკისა, ლუკმაპურის საშოვნელად არანაირ შრომას არ თაკილობს და თავისი შრომით ნაშოვნი ფულით ავადმყოფ დედასა და უმცროს დას ეხმარება. მან მუშაობა საკმაოდ ადრე, 5 წლის ასაკში დაიწყო. ლექსო ზესტაფონის ბაზარში მყიდველებს ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა. დღეს ის თბილისშია და ისევ ტვირთს ეზიდება, მხოლოდ ტვირთს წონამ მოიმატა და 200 კილოგრამამდე იწონის. მიუხედავად მძიმე შრომისა, ლექსოს ერთი წუთიც კი არ უწუწუნია. ერთი დაბრკოლება რაც დედაქალაქში ჩამოსულ ბიჭს წინ დახვდა ეს მისი ასაკი იყო, რადგან ის არასრულწლოვანია მუშაობის დაწყება ძალიან გაუჭირდა. თუმცა არ დანებდა და მაინც მიაღწია იმას რომ თავისი შრომით ოჯახი ერჩინა.

ლექსომ გადაცემაში სტუმრობისას ისიც აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაიწყებდა სწავლას, თუნდაც პირველი კლასიდან ოღონდ ამის საშუალება ჰქონდეს. ის ხომ ოჯახში ერთადერთი მარჩენალია, რის გამოც 17 წლის ბიჭისთვის უკვე დიდი ხანია სკოლისკენ მიმავალი გზა ბაზრისკენ მიმავალმა გზამ ჩაანაცვლა.

„პატარა და მყავს 16 წლის არის, ბევრჯერ უთქვია ჩემთვის: ძამია შენს გვერდში წამოვალ, რასაც შენ აკეთებ, იმას გავაკეთებ მეც, მაგრამ არა, რავარც მე ვარ, ჩემო დაია, გამწარებული ცხოვრებაში, ისე არ მინდა, რომ გამწარდე შენ-მეთქი, ჩემი ნაშრომით და ჩემი ნაწვალებით, გასწავლი შენ, ისწავლი და არ დაიტანჯები ცხოვრებაში ჩემსავით“.

იმედია გამოჩდებიან ადამიანები, რომლებიც ამ მართლაც სამაგალითო ბიჭს დაეხმარებიან და ხელს გაუმართავენ. ის კი ისწავლის და კიდევ ბევრ დასახულ მიზანს მიაღწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42