„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას გოგი თოფაძის განცხადებებით დაინტერესებას სთხოვს
პოლიტიკა - 19:45, 25 Feb, 2016     2390
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საგარეჯოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის გოგო თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესებას პროკურატურას სთხოვს. ორგანიზაციის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ მედიაში ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე ისაუბრა. მოგვიანებით, 20 თებერვალს თოფაძის თქმით სპეცუბნების გახსნის თავდაპირველად არსებული გეგმა განსხვავებული იყო: „ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“ - განაცხადა თოფაძემ

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო საუბარი . საგარეჯოს არჩევნების დასრულების შემდეგ, ინაშვილი და მისი ოთხი თანამოაზრე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომის და საარჩევნო კომისიის წევრებისაგან პასუხების მიღების მოთხოვნით შიმშილობდენენ.

„თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, შევხედოთ, რა არგუმენტებია, ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილო“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსის წევრების შიმშილობას.

სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის თოფაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებების მიუხედავად, გამოძიება არ დაინტერესებულა საგარეჯოს ოლქში არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მტკიცებულებებისა და დოკუმენტების არსებობაზეც იყო საჯაროდ საუბარი.

არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით არჩევნების გაყალბება და საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა დასჯადია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს პარლამენტის წევრის მიერ გაკეთებული განცხადებებით. პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ის განცხადებები, რომელიც დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტებს შეიცავენ, სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ფრაქციის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებების იგნორირება ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ ის საქართველოს მთავრობის წევრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. საზოგადოებას უნდა ქონდეს, გამოძიების მიერ დადგენილი უტყუარი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თოფაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საქმე გვაქვს ცილისწამებასთან.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42