სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა
პოლიტიკა - 18:13, 25 Feb, 2016     1414
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, - საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა დღეს სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ფონდს საჯარო სამსახურის 55 000 - ზე მეტი თანამშრომელი, 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.

შედეგად, 2014 წლის ივლისიდან დღემდე, ფონდში ჯამურად მობილიზებულია 5.7 მლნ ლარი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების მხარდაჭერის როლს.

სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფონდს და მის შემომწირველებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ჩვენ გვაქვს საფუძველი, ოპტიმისტურად ვუყუროთ მომავალს. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი თანხა, გავაუმჯობესოთ საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელი და მეტი ბავშვის მკურნალობა დავაფინანსოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მიღწეულ შედეგებთან ერთად, მარიამ ჯაშმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის ფონდის აქტიურ როლზე ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში, კერძოდ გაეროსა და პარიზის სამდივნოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი და ჩეხეთის საელჩოს ატაშე ალბერტ სიდო დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42