რუსული კომპანიები საქართველოში ,,ოკუპაციის შესახებ კანონს“ არღვევენ - რატომ დუმს ხელისუფლება
პოლიტიკა - 19:21, 25 Feb, 2016     3386
“ნიუპოსტზე“ გამოქვეყნებულ მასალას - „ექსკლუზივი: კრემლის დავალებით საქართველოში მოქმედი რუსული ტუროპერატორები აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აფიქსირებენ“ დღეს კომპანია „ქორალ თრეველი“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

CORAL TRAVEL - ში ირწმუნებიან, რომ მათ მოსკოვში მდებარე იგივე დასახელების კომპანიასთან არავითარი შეხება არ აქვთ და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ბილეთები არასდროს გაუყიდიათ.

მეტიც, თბილისში წარმოდგენილი კომპანიის ხელმძღვანელოლობა ჯიუტად ირწმუნება, რომ ისინი „კომპანიის წარმომადგენლები არ არიან, უბრალოდ საქართველოში საქმიანობას ბრენდის სახელწოდების გამოყენებით ახორციელებენ“.

„ნიუპოსტი“ შპს CORAL TRAVEL ქორალ თრეველი- ის ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შპს CORAL TRAVEL ქორალ თრეველი, რომლის დამფუძნებელი არის თურქული კომპანია „ოტი ჰოლდინგი“ საქმიანობას ვეწევით საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი მიმართულებებია: ეგვიპტე, ინდოეთი, იორდანია, შრი ლანკა, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ასევე განვმარტავთ, რომ ბრენდი CORAL TRAVEL - ი ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტს და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენთან. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს CORAL TRAVEL ქორალ თრეველი ემიჯნება 24 თებერვალს რიგი კომპანიების მიერ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ფაქტების გამეორების შემთხვევაში ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას მიმართოს სასამართლოს მისი უფლებების დაცვის მიზნით“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წერილის ავტორები განცხადებას, ვებ გვერდის მისამართს ურთავს, რომელზეც მათი თქმით, არასდროს ყოფილა განთავსებული ტურები აფხაზეთის მიმართულებით. http://www.coral.ge/

„მიმაგრებულ ფაილში გიგზავნით რეესტრიდან ამონაწერს სადაც შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის წილის 100% -იანი მფლობელი კომპანია, ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდია: 405019475“ - წერია „ნიუპოსტისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ სტატიის შემდეგ ადგილობრივმა კომოპანია „კაპტაინ +“ - მა „ქორალ თრეველს“ კოატრაქტი გაუწყვიტა.

კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „შპს CORAL TRAVEL ქორალ თრეველი- ის მიერ აფხაზეთის ტურისტული პაკეტების რეალიზაციას უკავშირდება.

ჩვნება კითხზვა, სად იყო თუნდაც კაპტაინ + 2 წლის განმავლობაში, როცა ის აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობდა. კომპანიაში თავს იმით იმართლებენ, რომ ფაქტი მხოლოდ ახლა დააფიქსირეს.

ამასთან „ნიუპოსტი“ დაინტერესდა რატომ არ გააუქმა „კაპტაინ +“ -მა კონტარქტი „პეგას ტურისტიკის“.

ცნობისთვის, „coral travel - ი" ერთადერთი არ არის, რომელიც ტურისტებს აფხაზეთში წასვლას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ისე სთავაზობს. ამავე პრინციპით მოქმედებს „პეგას ტურისტიკი“-ც. მიუხედავად იმისა, რომ „პეგას ტურისტიკის“ ქართული წარმომადგენლობის ვებგვერდზე არც აფხაზეთია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენებული და არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტურების შეთავაზება, განსხვავებული სურათი გვხვდება მათ ჩელიაბინსკის ოფისის ვებგვერდზე. სადაც არა მარტო აფხაზეთია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებული, არამედ მის შესახებ მოკლე პოლიტიკურ და გეოგრაფიულ მიმოხილვასაც იხილავთ.

„კაპტაინ + „- ის წარმომადგენელი ანა კირკიტაძე აცხადებს, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებენ ვერც ერთ ისეთ კომპანიასთან რომელიც აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ისე აპიარებენ.

კითხვაზე აკეთებს თუ არა იგივეს „პეგასი“ კირკიტაძემ აღნიშნა, რომ პეგასს მის ოფიციალურ საიტზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად არ ჰყავს მოხსენიწბული.

„ჩვენთვის მიშვნელობა არ აქვს სახელს, ვინც გაყიდის აფხაზეთის ტურისტულ პაკეტებს მათთან არ ვითანამშრომლებთ. http://pegast-74.ru/ - ს რაც შეეხება, ამ საკითხზე გვითხრეს, რომ ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის ვებ გვერდი. წარმომადგენელმა უარყვეს რომ ამ გვერდს მთავარ ოფისთან რაიმე სახის შეხება ჰქონდეს“- აღნიშნა „კაპტაინ + „- ის წარმომადგენელმა.

მისი თქმით ამ საკითხს გაარკვევენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ კომპანიასთან ურთიერთობის საკითხს.

„აუცილებლად უნდა იყოს http://pegast-74.ru/ - დანაც აღებული ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“- თქვა მან.

მასალის მომხადებისას "ნიუპოსტის" რედაქციას ყოფილი ჟურნალისტი ნინო ვიბლიანი დაუკავშირდა. გთავაზობთ მის კომენტარს:

"პეგასიც, როგორც ქორალი, ყიდის აფხაზეთის ტურებს. კაპტაინ პლუსი აპროტესტებს მხოლოდ ქორალის ქმედებას და არა პეგასს, იმიტომ რომ მატერიალურად მიბმულია პეგასზე. აგრეთვე, კაპტაინ პლუსი არის კომპანია, რომელსაც ხმა არ ამოეღება აფხაზეთის თემაზე, იმიტომ რომ პირველმა გაყიდა მარშრუტით სოჭში შემავალი საგზური, არ უზრუნველყო მგზავრების მომსახურება და მეტიც, არეული ტურის მანძილზე, სამ დღეში ორჯერ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი სოჭში, აფზაზეთის აკვატორიის გავლით! კორალის პრეტენზია აფხაზეთსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არის სრული სიცრუე და ურაპატრიოტობა "- აცხადებს აღნიშნული ტურში მყოფი ვიბლიანი.

რაც შეეხება შპს CORAL TRAVEL ქორალ თრეველი- ის განცხადებას, „ნიუპოსტმა“ OTI Group of Companies შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა.

OTI Group of Companies აქტიურ საქმიანობას აწარმოებს ტურიზმის ინდუსტრიაში 1992 წლიდან. მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალური დასვენების და კორპორატიული ტურების ორგანიზებას. 2006 წელს კი OTI Group of Companies და მისი შვილობილი კომპანიები სააქციო საზოგადოება «OTI Holding»-ის ქვეშ გაერთიანდნენ. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან Coral Travel, Coral Travel Sales Agency, ODEON Tours Inbound, Otium Hotels, Sunmar, Blue Connect, Wezyr Holidays, Odeon Security and Consulting, Holiday Market Services, A Class.

ამჟამად ჰოლდინგის შემასგენლობაში შედის კომპანია ქორალ თრეველიც, რომელმაც საქმიანობა 1994 წელს მოსკოვში დაიწყო. ამ დროისთვის კი აღნიშნული კომპანიას წარმომადგენლობა გააჩნია მოსკოვში (რუსეთი), კიევი (უკრაინა), მინსკი (ბელარუსი), ვარშავა (პოლონეთი), თბილისი (საქართველო) და სტამბოლი (თურქეთი). კომპანია ქორალ თრეველი ორგანიზაციას უკეთებს ფრენებს რუსეთის 37 , უკრაინის 7, პოლონეთის 10 ქალაქიდან ასევე ბელორუსიდან, თურქეთიდან და საქართველოდან მსოფლიოს 28 ქვეყანაში 55 მიმართულებით.

ბოლოს, „ნიუპოსტის“ რედაქცია ცალსახად აცხადებბს, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე კომპანიის მიმართ ე.წ. შავი პიარის აგორება და ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემების შექმნა. რედაქცია მიიჩნევს, რომ ყველა კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება სახელმწიფო პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი დღეა დუმს. შესაბამისად ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა მექანიზმი აქვს ქართულ სახელმწიფოს იმ რუსული კომპანიების წინააღმდეგ, რომელებიც ტურისტებს აფხაზეთში წასვლას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ისე სთავაზობენ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42