გოგონა, რომელმაც კუთვნილი ხელფასი მოითხოვა, სამკერვალო ატელიეში სასტიკად სცემეს
სოც.მედია - 15:18, 25 Feb, 2016     19127

ამაზრზენი ისტორია დაწერა თავის ფეისბუქის გვერდზე რუსეთის მოქალაქემ იულია ზელენსკაიამ, რომელიც სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც კუთვნილი ხელფასი მოითხოვა. მან გვერდზე ძალადობის ამსახველი ფოტოებიც დადო.

იგი კლასიკური კოსტუმის სახელოსნოში PR-მენეჯერად მოეწყო სამუშაოდ, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ ცნობილ რუს შოუმენებს და ტელეწამყვანებს უკერავს ტანსაცმელს. სახელოსნოს მფლობელები არიან ალიონა ველიჩკოვა და მისი შვილები - ანტონიო და რამონი.

ერთი თვის მუშაობის შემდეგ, იულია ხელმძღვანელობამ გამოიძახა კაბინეტში და განუცხადა, რომ იგი განთავისუფლებულია სამუშაოდან. გოგონამ კუთვნილი ხელფასიუ მოითხოვა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ თანხას მას მაშინ მისცემდნენ, როდესაც ამას დირექტორი ანტონიო მოისურვებდა.. იულიამ არგუმენტად იურიდიული კანონმდებლობა მოიშველია და ახსენა, რომ იგი სასამართლოს და პროკურატურას მიმართავდა, რაზედაც ანტონიოსგან პასუხად მიიღო რომ იგი ამ დაწესებულებაშ თავად არის პროკურორიც და მოსამართლეც და მას ვერავინ უშველის.

ალიონამ, ანტონიომ და იულიამ ბუღალტერიაში გადაინაცვლეს... აქ მოვლენები საშინელებათა ფილმის მსგავსად განვითარდა. ანტონიომ ბუღალტერს უთხრა, რომ იულიასთვის არა ხელფასი, არამედ სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია მიეცა. რაც გოგონამ გააპროტესტა. იულიას ჯერ შეაფურთხეს და შემდეგ სასტიკად სცემეს. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო რამდენიმე ადამიანი იმყოიფებოდა, ხმა არავინ ამოიღო. ანტონიომ იგი მარმარილოს კიბეებზე აათრია, ხოლო შემედეგ ხელი ჰკრა და ამ კიბეებზე დააგორა. იულიამ გონება დაკარგა. იგი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც შენობიდან გარეთ გაათრიეს. მისი ნივთები და ტანსაცმელი ოფისში დარჩა.

იულიამ პოლიციას გამოუძახა, რომელიც მალე მოვიდა. ანტონიო პოლიციაში მიიყვანეს. გათამამებული ბიჭი ხმამაღლა ყვიროდა, რომ იგი იგორთან მიეყვანათ. იგორი, როგორც აღმოჩნდა, იმ განყოფილების ინსპექტორების უფროსი იყო. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც სხვა პირს გადასცეს გამოსაძიებლად.

საქმის გახმაურების შემდეგ, როგორც გაირკვა, ძალადობის მსხვერპლი ატელიეს სხვა თანამშრომლებიც გამხდარან. მათ აგრეთვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს.

„ანტონიოოს პიროვნებაზე, მის მიერ ინსტაგრამზე ატვირთული ეს ფოტოც მეტყველებს,“ - წერს იულია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42