ქართული მხარე "გაზპრომთან" მორიგ შეხვედრას გამართავს
პოლიტიკა - 14:05, 25 Feb, 2016     1267
„გაზპრომთან“ ქართული მხარე მორიგ შეხვედრას გამართავს, ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა გააკეთა. მისი თქმით Gazprom-თან შეთანხმება მიღწეული არაა, რადგანაც რუსული მხარე საქართველოს სომხეთისთვის მისაწოდებელი გაზის ტრანზიტში გატარებული მოცულობის 10%-ის ნაცვლად ფულად გადახდას სთავაზობს, რაც საქართველოსთვის წამგებიანია. ვალიშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები სწორედ Gazprom-თან ახალი კონტრაქტის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი აირის დეფიციტის დასაბალანსებლად მიმდინარეობს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში 29 თებერვალს გამართავს მოლაპარაკებებს.

"Gazprom-თან შეხვედრა იქნება, რადგანაც წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე სანამ შეთანხმება არ შედგება. საუბარი შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას ანაზღაურების რაოდენობას. ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენთან გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა ეს კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის. არ ვართ წინააღმდეგი თანხობრივ ანაზღაურებაზე, მაგრამ გააჩნია თუ რა იქნება ეს თანხა, სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით.

აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა გარკვეული ხელშეკრულების პირობები ასე ვთქვათ რომელიც უნდა გადაიხედოს საფასო პოლიტიკასთან და გარკვეულ მოცულობებთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკური დეტალები თუ რა მოცულობა და რა მილსადენით მოგვეწოდება და ასე შემდეგ. გაჟღერებულიც იყო, რომ გარკვეული სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და შედეგები გვაქვს კიდევაც. 29 თებერვალს იგეგმება ბატონი ვიცეპრემიერის ვიზიტი ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მინისტერიალზე და იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში საბოლოოდ შეთანხმდება ქართული და აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე რა პრინციპებითაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

აზერბაიჯანი ვერ ჩაანაცვლებს იმ მომსახურებას, რაც არის სომხეთის ტრანზიტი ეს არის ჩვენი ფუნქცია და ჩვენ აქ ორმხრივ ფორმატში ვლაპარაკობთ გაზპრომთან და მას კავშირი არ აქვს აზერბაიჯანან. შესაბამისად ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ თუკი გაზპრომთან გადავედით მონეტიზირებულ ოფციაზე ის მოცულობა რაც საქართველოს გაზის ბაზარს დააკლდება ამისი შემსვები იქნება თუ არა აზერბაიჯანი, როგორც ფინანსური, ასევე კომერციული ფასიდან გამომდინარე." - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42