საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია- პრემიერი 25 თებერვლის მოვლენებზე
პოლიტიკა - 10:06, 25 Feb, 2016     1409
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებს გამოეხმაურა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების გმირობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 95 წლის წინ ბრძოლა წააგო, საქართველოს სუუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია, ქართველი პატრიოტების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა.

„დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს არის დღე, როდესაც უამრავმა ადამიანმა, ესენი იყვნენ ჩვენი ჯარის შენაერთები, სახალხო გვარდია და მოხალისეები, წინასწარ გადაწყვეტილ ბრძოლაში, თავდადებული გმირობა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა წაგებით დასრულდა, საბოლოო ჯამში საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია. ის რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მათი მაგალითი კიდევ დიდხანს, ბევრი საუკუნის განმავლობაში გაუნათებს გზას ჩვენს მომავალ თაობებსაც, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42