ეს იყო ისტორიის გროტესკი...
ეს იყო ისტორიული ცინიზმი...
ეს იყო ისტორიული ტრაგიზმი და ამიერიდან საპროტესტო ნოტებში და საერთაშორისო სამიტების რეზოლუციებში ჩაკარგული საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ...
... მილიერანმა კარგად იცოდა საქართველოს უბედურება, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი პროტოკოლის სრული დაცვით და განსაკუთრებული პატივით მიიღო.
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩს ბინაზე , ვიქტორ ჰიუგოს 44 - ში ეახლა პროტოკოლის შეფი ბ-ნი ფუკიერი მინისტრის ხარისხით.
მთელი ქუჩა გადაკეტილი იყო.
აკაკი ჩხენკელი და თანხმლები დიპლომატები ორი საგანგებო ეტლით პრეზიდენტის სასახლისაკენ დაიძრნენ.
ამ ცერემონიისთვის პარიზის მთავარი გამზირიც გადაკეტეს და ქართველ დიპლომატთა ეტლები , თანმხლები ესკადრონით, ელისეს მინდვრებით გაატარეს...
რამდენადაც ტკბილი იყო ეს სურათი, იმდენად მწარე, ვინაიდან ამ თვალწარმტაც სურათში უკვე არავითარი შინაარსი აღარ იყო...
ზუსტად ამ დროს ,1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში შემოდიოდა..
ნესტან კირთაძე
მასალის გამოყენების პირობები






