აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა გრძელდება. ნევადას შიდაპარტიულ არჩევნებში(კოკუსში)რესპუბლიკელებს შორის დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მილიარდერმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა ამომრჩეველთა 42% მიიღო.
დასავლური მედიის ცნობით, ტრამპმა ყველაზე მეტი ხმა ლათინოამერიკელებისგან მიიღო, მიუხედავად მისი განცხადებებისა მექსიკასთან შემაკავაბელი კედლის შენების შესახებ.
რესპუბლიკელებს შორის კი მეორე ადგილზე(25%-ით) ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, მესამე ადგილზე (21%-ით) კი ტეხასის სენატორი ტედ კრუზო გავიდა.
ნევადა მესამე შტატია, სადაც შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა. აიოვაში ტრამპი ტედ კრუზმა დაამარცხა, ნიუ -ჰემფშირში კი გამარჯვება ბიზნესმენმა მოიპოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებმა მსოფლიოს რამდენიმე გაკვეთილი უჩვენა - ამბობს ,,ნიუპოსტთან“ საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი. დიმიტრი შაშკინი, რომელიც მრავალი წელი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი იყო, ხაზს უსვმას, რომ მსგავსი საინტერესო არჩევნები მას ფაქტობრივად არ ახსენდება:
_ბუნებრივია, რომ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკის შეერთუბულ შტატებში მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ნომინირებული დემოკრატების და რესპუბლიკელების მხრიდან ძირითად არჩევნებზე, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ამერიკა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა, მნიშვნელოვანია, ვინ გახდება პრეზიდენტი, ამით განისაზღვრება როგორც შიდა ასე საგარეო პოლიტიკა.
რაც მოხდა თებერვალში არის ძალიან საინტერესო. გუშინ ჩატარდა ნევადაში არჩევნები, სადაც ტრამპმა გაიმარჯვა. ჩვენ შეგვიძლია ორი მომენტი გამოვყოთ:
პირველი, რაც შეგვიძლია რესპუბლიკელებთან დაკავშირებით ვთქვათ - ჯებ ბუშმა მოხსნა კანდიდატურა. ის ითვლებოდა რესპუბლიკური პარტიის ელიტის ფავორიტ კანდიდატად. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ მოკლე პერიოდში ბუშმა მოახერხა აღნიშნული შიდაპარტიული არჩევნებისთვის 120 მილიონ დოლარზე მეტის მობილიზება. მაგალითად მისი ერთ-ერთი კამპანია დაჯდა 28 მილიონი დოლარი. ის იზიდავდა ძალიან დიდ თანხებს და ეს მეტყველებს, რომ ის იყო რჩეული პარტიული ელიტის მიერ. მიუხედავად ამისა, ის გაეთიშა საარჩევნო კამპანიას.
მეორე გხლავთ ის, რომ რესპუბლიკელების შიდაპატრტიულმა არჩევნებმა ძალიან დიდი გაკვეთილი აჩვენა მსოფლიოს. ერთი ის, რომ პარტიული ელიტის კანდიდატი არ არის გარანტირებული გამარჯვებისთვის. ვერც ამ მხარდაჭერამ და ვერც დიდი ფინანსების მობილიზებამ ვერ მოუტანა გამარჯვება. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ რადგან ტრამპი მილიარდელია, ის ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. ეს სულაც არ არის ასე. ჯებ ბუშმა თუ დახარჯა 120 მილიონზე მეტი, ტრამპმა კი დღემდე დახარჯა მხოლოდ 12 მილიონი. როგორც სჩანს არც ფული და არც ელიტის მხარდაჭერა არ ნიშნავს გარანტირებულ გამარჯვებას.
რაც შეეხება მეორე გაკვეთილს - ჯებ ბუში დამარცხდა კაროლინაში, იქ სადაც დომინირებდნენ ძალიან კონსერვატორი რესპუბლიკელები, იქ ცხოვრობენ ვეტერანები, რომლებიც ძალიან კარგად არიან განწყობილი ძმის ჯორჯ ბუშის მიმართ. კაროლინაში არჩევნების პროცესში მონაწილეობდა ჯორჯ ბუშიც, მამა ბუშიც და დედაც, ანუ ეს ერთ-ერთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კლანი მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ტრამპმა მოიგო.
მესამე გაკვეთილი - რას უნდა ველოდოთ? როგორც სოცილოგები გვეუბნებიან, ტრამპს აქვს ლიმიტი, ის იღებს 30-40 %, ეს არის მისი ხმების ლიმიტი, მაგრამ იმ პირობებში, როცა არის ძალიან ბევრი კანდიდატი, ისინი 30%-ს ცალცალკე ვერ იღებენ, გამოდის რომ დარჩენილი 60-70% ნაწილდება სხვადასხვა კანდიდატებზე და ტრამპი იმარჯვებს. ახლა არის მოლოდინი, რომ პოლიტკური ელიტა, რომელიც მხარს უჭერდა ჯებ ბუშს, მათი მხარდაჭერა გადავა რუბიოზე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი მარტი, როცა ტარდება ,,სუპერ სამშაბათი“, რომელშიც მონაწილეობენ დიდი შტატები, მაგალითად ტეხასი, ირჩევენ ბევრ დელეგატს და არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამშაბათის შემდეგ იქნება ნათელი, გაიმარჯვებს ტრამპი თუ ბრძოლა გაგრძელდება.
თუკი ტრამპი გახდება საბოლოოდ რესპუბლიკელების კანდიდატი მთავარ არჩევნებში, რამდენად მომგებიანი იქნება ეს რესპუბლიკელებისთბის, ტრამპის ხმაურიანი და არცთუ ყველასათვის მისაღები მესიჯების ფონზე?
_მე ჩემს სუბიექტურ აზრზს მოგახსენებთ. ძირითად არჩევნებში ტრამპს ძალიან გაუჭირდება დემოკრატების წინააღმდეგ. როგორც სჩანს დემოკრატებიდან მაინც ჰილარი კლინტონი იქნება. დემოკრატებ ჰყავთ ე.წ. სუპერ დელეგატები, რომლებსაც ირჩევს პარტია და ახლა პარტიის ელიტა მხარს უჭერს ზუსტად ჰილარის. ტრამპს ძალიან გაუჭირდება ერთი უბრალო მიზეზის გამო - მისი ზოგიერთი იდეა მოსახლეობის გარკვეულ პროცენტს მოსწონს, მაგრამ ამავდროულად ძალიან ზრდის მის ანტიელექტორატს. ამდენად, ელექტორატი იქნება ძალიან გახლეჩილი. მიუხედავად იმისა, რაც ეხლა ხდება, ბოლო კვლევა, რომელიც წავიკითხე, ტრამპმა მუოგო რუბიოს ლათინოამერიკელებშიც კი, ანუ ყველა ელოდებოდა, რომ რუბიო მათ ხმებს აიღებდა. ამ ჯგუფშიც ტრამპმა მოიგო. დღეს რაც რესპუბლიკელებში ხდება, ვერ ვიტყვით, რომ ტრამპი რომლიღაც სეგმენტს მოედო, არა ის მოედო ყველა სეგმენტს, ლაპარაკობს ძალიან მარივი ენით იმ თემებზე, რომელიც მსოახლეობას აწუხებს, ანუ ხალხური ენით საუბრობს და ამბობს ისეთ რამეს, რომელიც ბევრისთვის მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღვნიშნე, მისი ლიმიტი არის 30-40%. მაგრამ ამას როგორ გამოიყენებს ძირითად არჩევნებში, ეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დემოკრატები მის გამონათქვამებს აუცილებლად გამოიყენებენ, განსაკუთრებით მექსიკის კედელთან დაკავშირებულს, მის წინადადებას, რომ ალალეგალები უნდა გავყაროთ ამერიკიდან და ა.შ. ანტიელექტორატის ტალღაც ბუნებრივია დემოკრატები გამოიყენებენ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო არჩევნები.
მასალის გამოყენების პირობები






