„სიცრუეც არ არის, ეს არის არასერიოზული კაცის უსახური განცადებები, რომელიც არც კი ვიცი რას ემსახურება და ვისგან მოდის, რატომ დაჭირდა კობა კობახიძეს კობახიძეების მიმართ ამ განცადების კეთება და რატომ გამოიყენეს კობახიძე კობახიძის წინააღმდეგ, მე ეს არ ვიცი, სამწუხაროდ ამ ოჯახსაც ალბათ დიდად ვერ წაადგა. რეკომონტაცია გავუწიე კობახიძე ყოფილიყო ადვოკატი, სამწუხაროდ შევცდი ეგეც არაფერი და ამ შეცდომას როგორმე გადააგორებს“- განაცხადა კობა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების ყოფილმა იურისტმა, კობა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმის სკანდალურ დეტალებს გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა, მისი თქმით ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით გახდა, რომელთა მითითებითაც მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოეულს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






