პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ მარტში დაიწყება
პოლიტიკა - 13:57, 24 Feb, 2016     1384
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ მარტში დაიწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების მოწყობა.

ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფესორები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი განახორციელებს.

პროექტის დირექტორის, პროფესორ მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, ეს არის განმანათლებლური პროექტი და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას - ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ჩვენ ჩაგვაყენებს ევროპული, თავისუფალი, კონსტიტუციური სახელომწიფოების რიგში.

11 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში იგეგმება წამყვანი უცხოელი პროფესორების მოწვევა, რომლებიც საჯარო ლექციების სერიებს ჩაატარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და პრეზიდენტის სასახლეში.

პროექტის დირექტორის მოადგილის ირინე გორგილაძის განცხადებით, ლექციები შეეხება დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის, დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანის უფლებების აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება პანელდისკუსიები და ვორქშოპები რეგიონებშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42