„თბილისის მერიამ შეცდომაში შეიყვანა, როგორც საზოგადოება, ასევე დედაქალაქის საკრებულო, ცვლილებების დროს აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის მერიამ ვერ აითვისა 40 მილიონ ლარამდე, რაც გახლავთ ციფრებით მანიპულირება იმისთვის რომ წარმოეჩინათ თავი თითქოს მათ შეძლეს დედაქალაქის ბიუჯეტის მაღალი პროცენტით შესრულება“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა.
ენმ-ს წევრებს პრეტენზიები კომუნალური სუბსიდირებისთვის გათვალისწინებულ თანხასთან დაკავშირებითაც აქვთ მათი თქმით 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით რამდენიმე ათასი ოჯახი დახმარების გარეშე რჩება:
„თბილისის მერია აპირებს, რომ კომუნალური ვაუჩერი მისცეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ოჯახებს რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ხოლო იმ 290 ათასამდე ოჯახს რომელთა სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები არავის შეუსწავლია, ოქტომბრის არჩევნების შემდგომ კომუნალურ ვაუჩერს გაუუქმებენ. მარგიშვილის ცენტრის დაფინანსება მცირდება დაახლოებით 2,5 მილიონი ლარით, თუმცა ეს თანხა რომელიც თითქოს ეკონიმიკის განვითარების ხელშემწყობ პროეტებს უნდა მოხმარებოდა , ამ პროექტებს აღარ ემატება“- განაცხადა საკრებულოს წევრმა ენმ-დან ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






