კორუფციული სქემა და ხარისხი - ,,ჰუმანითი-ჯორჯიას“ გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება“
პოლიტიკა - 13:04, 24 Feb, 2016     1752
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ჰუმანითი-ჯორჯიას“ გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება, რომელიც კორუფციასთან და ხარისხთანაა დაკავშირებული.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია გაურკვეველი წარმოშობის ახლადშექმნილ კომპანია “ჰუმანითი-ჯორჯიაში” საპარტნიორო ფონდის დირექტორის, დავით საგანელიძის პირადი დაინტერესებით მონაწილეობის შესახებ.

დავით საგანელიძის განცხადებით, კომპანიის უკან - იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად არსად ფიგურირებს - ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ალექსანდრე მაშკევიჩი დგას. სწორედ მაშკევიჩის საინვესტიციო შესაძლებლობებით ამართლებს საპარტნიორო ფონდის დირექტორი კომპანია “ჰუმანითი-ჯორჯიასათვის” ჩვენი, გადასახადის გადამხდელთა 30 მლნ ლარის მიცემას.

საპარტნიორო ფონდის წესდება კომპანიის მხრიდან თანაინვესტირებას ითვალისწინებას, თუმცა ეს დოკუმენტურად არ დასტურდება. უფრო მეტიც, კომპანიის შესახებ საჯაროდ არსებული დოკუმენტაცია სიყალბის ნიშნებს შეიცავს. კერძოდ, “ჰუმანითი-ჯორჯიას” მიერ 2015 წლის ივნისში 900,000 ლარად განვადებით აღებული ქონება 2015 წლის სექტემბერში 30 მლნ ლარად არის შეფასებული. სწორედ ამ მეთოდით შეასრულა კომპანიამ თანაინვესტირების ვალდებულება.

საქართველოს გაღარიბებული მოქალაქეებისათვის დღეს ასე ძნელად ხელმისაწვდომი მედიკამენტების გაიაფების მოთხოვნას მთავრობა იმით პასუხობს, რომ გაურკვეველი წარმოშობის ახლადშექმნილ კომპანიაში ჩვენს ფულს დებს და არ პასუხობს შესაძლო კორუფციული სქემის არსებობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა დავით საგანელიძისა, ამ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ უნდა უპასუხოს. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ მისი ვალდებულებაა, ქართველმა პაციენტმა იცოდეს, რომ იგი ხარისხიან მედიკამენტს იღებს.

,,დავით სერგეენკომ ასევე უნდა ახსნას:

• რატომ და როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს ხელთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები ასევე ახლადშექმნილ “ალფა-მედიკის” ხელში, რომლის უკანაც ისევ “ჰუმანითი-ჯორჯიას” ოფიციალური დამფუძნებელი დგას;

• და არის თუ არა ჯანდაცვის სფეროში დღეს მიმდინარე პროცესები იმის დასტური, რომ სახელმწიფო სახსრებით კერძო პირები ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას ცდილობენ?“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42