„ჩვენი საზოგადოება გაზპრომთან მოლაპარაკებებს თვალს შეშფოთებით ადევნებს. შეშფოთების საგანი იყო ის რომ ხელისუფლება მალავდა ამ მოლაპარაკებებს და ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ რუსული მხარისგან გახდა . მიზეზი გახდა ისიც რომ ენერგეტიკის მინისტრი, როცა ამ მოლაპარაკებებზე საუბრობდა მისი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი და საწინააღმდეგო იყო. ყველაფერი ეს აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს ამ მოლაპარაკებების საბოლოო ამოცანებთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს რას ნიშნავს გაზპრომი და გვახსოვს რუსული წყვდიადი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ხელისუფლება აპირებს ქვეყნის ამ წყვდიადში დაბრუნებას. ამიტომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, რომელსაც ქვეყნის უკან, გაზპრომის ეპოქაში დაბრუნება არ სურს ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანაც იქნება გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველოში გაზპრომის და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამის დაბრუნებას არ დაუშვებს. ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც გამოხატავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პროცესების მიმართ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ენმ-ს აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა აქციის დეტალებზე ისაუბრა, მისი თქმით საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას რომ მათი ოჯახების ხარჯზე გამდიდრდეს კონკრეტული ადამიანი- ბიძინა ივანიშვილი.
„იქნება ცოცხალი ჯაჭვი. მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მასსა და რუსულ ინტერესებს შორის დგას ქართველი ხალხი და არ დავუშვებთ რომ ჩვენ გადაგვაბიჯონ. ცოცხალი ჯაჭვი იქნება კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე, აქცია ჩატარდება 6 მარტს. ჩვენ გვექნება შეხვედრები, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“- განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






