„გაკეთდა ულტიმატუმის მქონე განცხადება რესპუბლიკელების მხრიდან. პრობლემა არის და ამ პრობლემას გადაწყვეტა სჭირდება. მე მიმაჩნია, რომ კოალიციას თავისი რესურსი არ ამოუწურავს. კოალიცია ბევრად სჯობს ერთპარტიული უმრავლესობის ფორმატს და მიმაჩნია, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს, წამყვანმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შემავალი სუბიექტები პიროვნულადაც და იდეურადაც დაუახლოვდნენ ერთმანეთს,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის თქმით შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლები ქართული ოცნების პარტიის მაღალი თანამდებობის პირები არიან, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების გენერალური და აღმასრულებელი მდივანი.
„იმდენად შორს წავიდა ეს ბრალდებები, რომ ორივე მხარე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიღაცეებს გვაქვს უფრო მეტი გამოცდილება, ვიდრე ზოგიერთ საჯარო პირს. ვიდრე პოლიტიკაში იწყება საჯარო პწკენები, ის სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს. ეს პროცესი მიუშვეს და აქ ორივეს ბრალია. ვინც პოლიტიკის კანონებს იცნობს, ეს დავით უსუფაშვილია. მე ვიცი, რომ ის ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არ ეყო ძალისხმევა. ყველა ელოდება ბიძინა ივანიშვილს,“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






