ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვის- კვერენჩხილაძე იუსტიციის საბჭოზე
პოლიტიკა - 20:52, 23 Feb, 2016     1356
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, მიზეზად კი საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვას ასახელებს. კვერენჩხილაძის თქმით პრეზიდენტი აქტიურად არის და იქნება ჩართული აღნიშნული საკითხის განხილვაში, რადგან ეს გიორგი მარგველაშვილის არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა:

„პრეზიდენტი არის იმ პოზიციაზე, რა დებულებებსაც და მიდგომებსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ის როგორც სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების გარანტი იყო, არის და იქნება იმ პოზიციაზე რა პოზიციასაც კონსტიტუცია , კანონმდებლობა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპები ითვალისწინებს. პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოხატა თავისი პოზიცია იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეს დაფიქსირდა საპარლამეტო გამოსვლის დროსაც და ხაზი გაესვა რეფორმების აუცილებლობას.

პრობლემა და თემა საკმაოდ გლობალურია რამდენიმე გარემოებიდან. პირველი -საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოსთან მიმართებაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში შექმნილ პრობლემებს მიიჩნევენ. შესაბამისად ეს თემები არის საკმაოდ აქტუალური. ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პრეზიდენტი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვსვამთ გარკვეულ საკითხებს რომელთა გადაწყვეტა არის აუცილებელი.

სასამართლო ხელისუფლება, განსხვავებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, რომელთაც კონსტიტუციური დაცვის ბერკეტები გააჩნიათ, ხელისუფლების პოლიტიკური შტო არ გახლავთ. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაცვის ბერკეტი საზოგადოების ნდობაა დღევანდელი შემადგენლობა კი ამ ნდობით ვერ სარგებლობს, შესაბამისად არც მათი გადაწყვეტილებები სარგებლობენ ნდობით.“- განაცხადა კვერენჩხილაძემ.

კვერენჩხილაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს , რომ იუსტიციის საბჭო მართლმსაჯულების ორგანოს არ წარმოადგენს შესაბამისად საბჭოს მისამართით გამოთქმული კრიტიკა თუ შენიშვნები არანაირად არ ნიშნავს სასამართლო სისტემაში ჩარევას, რა მიზეზითაც ზოგიერთი პოლიტიკოსი შეფასების გაკეთებას თავს არიდებს:

„დღეს კვლავ გაჟღერდა პოლიტიკოსებისგან, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებთ , რადგან ეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა იქნება. საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა და მეც არაერთხელ მითქვამს, ამგვარ შეხედულებას ჩემი მეორე კურსელი სტუდენტი არ გამოთქვამს, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა ამ ბოლო პერიოდში. სასამართლოს დამოუკიდებლობასთან ნუ გავაიგივებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის მართლმსაჯულებას არ ახორციელებს და ვერავინ ვერავის აუკრძალავს მათზე აზრის გამოთქმას.“- აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

გიორგი კვერენჩხილაძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკურად მართული იყოს და საბჭოს წევრები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ

„ეს არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან და გარკვეულად მტკივნეულად აღიქვამენ ნებისმიერ აზრს რაც მათი მისამართით გამოითქმება. კონკრეტულ პერსონალურ შეფასებებს, არ გავაკეთებ, მთავარი აქ ინსტიტუციური პრობლემაა, რომლის გამოც თითოეული საბჭოს წევრია პასუხისმგებელი.“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

კვერენჩხილაძის თქმით შესაძლოა ახვლედიანის გაშვება აღქმული იქნეს, როგორც განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დასჯა:

„მე ვერ დავინახე ვერცერთი ორგანიზაცია ან ადამიანი, რომელიც ამ პროცესების მხარე არ არის და სამართლებრივი კუთხით გაამართლებდა საბჭოს გადაწყვეტილებას. როგორი განმარტების მეთოდიც არ უნდა გამოვიყენოთ, ვერ მივიღებთ იმ შედეგს რაც საბჭომ მიიღო. არ შეიძლება ყოველთვის შენ იყო მართალი და სხვა არა. ახვლედიანის გაშვება შიეძლება ისე იყოს აღქმული, რომ როდესაც მოსამართლე განსხვავებულ აზრს აფიქსირებს ის ადმინისტრაციულ თანამდებობას ტოვებს.“- აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, რეფორმები აუცილებელია და ამ რეფორმებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს პრეზიდენტის რეკომენდაციები. თავად იუსტიციის საბჭოს წევრებმა კი მხოლოდ კანონით უნდა იხელმძღვანელონ:

„პრეზიდენტმა მის საპარლამენტო გამოსვლაში კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელიც გაკეთებული კომენტარების მიხედვით მხარდაჭერილი იქნა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. პრეზიდენტის რჩევები არ უნდა დარჩეს მხოლოდ რეკომენდაციებად. იყო გარკვეული საკითხები, რომელმაც დღევანდელ შედეგამდე მიგვიყვანა, თუმცა იყო პლიუსებიც. დღევანდელი პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო პრობლემა არაა. საბჭოს წევრები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მათ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს კანონით არ იხელმძღვანელეს.“- განაცხადა კვერენჩხილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42