„არავის, მათ შორის მინისტრს არა აქვს უფლება, ბავშვს ლოცვა აუკრძალოს “- დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 20:13, 23 Feb, 2016     10254
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და თამარ სანიკიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „აბსოლუტურად მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება.“ როგორც შაშკინი აცხადებს, რწმენა არის ძალიან პირადული, რომელშიც ჩარევის უფლება არავის არ აქვს. „კერძოდ ლოცვა, ზოგადად რწმენა არის ძალიან პირადული. ჩემი სუბიექტური აზრით, არც მინისტრს და არც პედაგოგს უფლება არ აქვს არც აკრძალოს და არც დააძალოს ლოცვა. ყველა ადამიანი მათ შორის ბავშვიც არის პიროვნება, ის არის აბსოლუტურად თავისუფალი დაიწყოს გაკვეთილი ლოცვით, ან არ დაიწყოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია"- აცხადებს შაშკინი,მისი თქმით, მსგავს სენსიტიურ თემებზე საუბრისას, სახელმწიფო მოხელეებს მეტი სიფრთხილე მართებთ. რაც შეეხება კითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კლასში მართლმადიდებლების გარდა, სხვა აღმსარებლობის მოსწავლეები არიან, ყოფილმა მინისტრმა უპასუხა: „ლოცვას მე მივიჩნევ ისეთ რამედ, რაც გაკავშირებს ღმერთთან. აქედან გამომდინარე ლოცვა არუნდა იყოს გადაზრდილი სახალხო და საჯარო ღონისძიებაში, აქედან გამომდინარე თუ ბავშვი თავისთვის ლოცულობს, ხაზს ვუსვამ, თავისთვის ლოცულობს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმე . ეს არის ფუნდამენტალური , ყველა ადამიანი არის თავისუფალი, აქედან გამომდინარე ბუნებრივია არის ორი უკიდურესობა: ერთი უკიდურესობა არის ის, რომ ვიღაც ცდილობს ძალიან პირადული საკითხიდან რწმენიდან დადგას სპექტაკლი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია სკოლაში და საერთოდ ცხოვრებაში და მეორე საკითხი არის ის,რომ არცერთ ჩინოვნიკს არ აქვს უფლება შეიჭრას ადამიანის პირად ცხოვრებაში და აუკრძალოს ლოცვა“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42