აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის დასადგნად, "The New Times"-ის ჟურნალისტმა გარკვეული ფაქტების მოძიება შეძლო.
გარდაცვლილი ოლიგარქის მეგობარი ქალბატონი, ეკატერინა საბიროვა აღნიშნავს, რომ პუტინისთვი გაგზავნილ წერილში, ბერეზოვსკი მისგან პატიებას ითხოვდა.
ქალბატონის თქმით, ბერეზოვსკი რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა, ამისთვის კი მას გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგა, პატიების თხოვნას კი ოლიგარქი "უკანასკნელ შანსს" უწოდებდა.
საბიროვა ირწმუნება, რომ მან თავად ნახა წერილი, რომელიც მილიარდერმა კრემლში გაგზავნა. აღნიშნული მიმართვა პუტინს 2012 წლის შემოდგომაზე მიუვიდა.
ყველაფერთან ერთად, ქალბატონი ეჭვქვეშ აყენებს, ბერეზოვსკის გარდაცვალების ვერსიას, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. საბიროვა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბერეზოვსკი ისრაელში გამგზავრებას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






