„მინდა განვაცხადო ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა არერთხელ თქვა. საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს ძირეული რეფორმები სჭირდება თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ძირეული რეფორმირება ამ ორგანოსი.“- განაცხადა კოჟორიძემ.
კოჟორიძის თქმით საქართველოს კანონმდებლობა სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას არ იცნობს, რა წესითაც გუშინ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება მოხდა.
კოჟორიძის მოსაზრებით კანონში დეტალურად უნდა გაიწეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმები, რაც კანონის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას შეამცირებს.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს ასეთ კანონდარღვევაზე კონკრეტული სანქციები არ არსებობს, აღნიშნულ ფაქტზე თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს რეაგირება და საბჭო საკუთარ თავს არ დასჯის.
მასალის გამოყენების პირობები






