მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
პოლიტიკა - 13:34, 23 Feb, 2016     1896

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს, სადაც სასამართლოს სისტემაში არსებულ კლანურ დაჯგუფებებზე საუბრობს.

"სასამართლოებში მოსამართლეთა თითქმის 90%-ს 2015-2017 წლებში ეწურება უფლებამოსილების ვადა. პირები, რომლებიც 28-30 წლის ასაკიდან ახორციელებდნენ მოსამართლის უფლებამოსილებას, 40-50 წლის ასაკში რჩებიან სამსახურის გარეშე და სახელმწიფოს არ გააჩნია მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესაბამისი კანონმდებლობა. ბუნებრივია, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კვლავ უჩნდება სურვილი, რომ ხელახლა დაინიშნოს მოსამართლედ, ვინაიდან თანამდებობრივი და სახელმწიფოებრივი რეალობიდან გამომდინარე ის ისედაც შეზღუდულია არჩევანის გაკეთებისას. სწორედ აქ ისმის ჩემი მთავარი კითხვა - როცა მოსამართლე ხედავს, თუ როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ, გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი – გაჩუმდეს ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ამასთანავე, კლანური დაჯგუფების წევრობა მათი მხრიდან ავტომატურად მოითხოვს მწვავე კრიტიკას. ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ეს არის სიჩუმის მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში, რაც არის დამღუპველი.

სასამართლო ეკუთვნის ხალხს, მოსამართლეც ამ საზოგადოების ნაწილია და მისი არჩევა, დანიშვნა და დაწინაურება, ასევე თანამდებობიდან გადაყენების პროცესი, თვალნათელი უნდა იყოს და არა მხოლოდ მოსამართლეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს ძირითადად უზრუნველყოფს სამართლებრივი გარემო. მხარდაჭერა სჭირდება არა ერთ-ერთ რიგით მოქალაქე მამუკა ახვლედიანს, არამედ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მარლმსაჯულების და შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველს წარმოადგენს", - აღნიშნულია ღია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42