,,ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს
პოლიტიკა - 13:26, 23 Feb, 2016     1609
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც მთავრობამ აღნიშნული პროცესი მოსახლეობის ინტერესების დაცვით უნდა წარმართოს.

აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენცია დღეს პარტიის წარმომადგენლებმა გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს.

„მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის განხილვაც დაწყებულია და რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ვინაიდან ეს საკითხი თითოეული გლეხისთვის ძალიან რთული და მძიმე იყო, 2012 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, ასეთი მიწების აღრიცხვა/აღწერა მოხდა და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა.

ვინაიდან გლეხი იდგა საშიშროების წინაშე, რომ მას შესაძლოა მამაპაპისეული მიწა დაეკარგა, სწორედ ამიტომ ჩატარდა ასეთი სამუშაოები და დღეს კიდევ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხი. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით დადგა საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს.

კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. შესაძლოა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი გლეხი, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩეს.

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი, ყველას აღელვებს, ყველა რეგიონს. ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას და ეს კითხვები ისმება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი. გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროცესი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს და იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ეს უსასყიდლოდ გააკეთოს და გლეხს მიწა საკუთრებაში გადასცეს.“ - აცხადებენ პარტიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42