პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის შიდა ეზოში წარმოდგენილი იქნება იუნკერების ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, აგრეთვე, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრებიან.
1921 წლის 25 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან, სამშობლოს თავისულებისათვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის სასახლის შიდა ეზო). რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 95 წელი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






