„მოლაშვილიცა და მამლაძეც აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და მათთან „პატრიოტთა ალიანსს“ კავშირი არ აქვს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სულხან მოლაშვილთან ვმეგობრობ და მის განვლილ ცხოვრებას ვაფასებ, თუმცა პოლიტიკურ პარტნიორობაზე საუბარი ნამდვილად არაა. რაც შეეხება მამალაძის იმიჯს, შავი პიარი, სხვათა შორის ზურაბ ჟვანიამ აუგორა და დიდი ზიანიც მიაყენა. მამალაძეს ხიდაშელთან თავისი პრეტენზიები აქვს, მე- ჩემი. საინტერესოა, რომ ყველა ახალ ძალასა თუ გააქტიურებულ სახეს ჩვენთან აკავშირებენ. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გამაერთიანებლის ფუნქცია ბუნებრივად გვეკისრება. ასეთი გაერთიანება „ოცნების“ დამარცხებასაც შეძლებს და ნაციონალებისაც, თუმცა, თუ გარემო არ შეიცვალა, მაშინ სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია- ოპოზიციური გაერთიანება გარეთ გავა და დიდი პროცესები დაიძვრება... ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს- მართლა ნატო და დასავლეთი უნდა თუ ჩრდილო კორეა.“- აცხადებს ირმა ინაშვილი.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






