სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც გია კორკოტაშვილი რუსი ტელეწამყვანის, ივან ურგანტის შოუს "Вечерний Ургант" სტუმარია. ის ქართული სუფრის ფონზე, წამყვანთან, ტრიო დარბაზთან და მომღერალ ლუბა უსპენსკაიასთან ერთად მღერის. ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და აზრი ორად გაიყო. ბევრისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია და ამით გია კორკოტაშვილს მხოლოდ და მხოლოდ დასცინეს. ზოგისთვის კი პირიქით სასიამოვნო იყო ამ გადაცემაში „კორკოტას“ ნახვა და მადლობაც გადაუხადეს მას ფეისბუკის პირად გვერდზე. რაც შეეხება თავად „კორკოტას“, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ისე უპასუხა ყველას: „მაგ გულებში გენაცვალეთ ჩემო ოქროს ადამიანებო ვისაც სხვისი ბედნიერების გაზიარება შეგიძლიათ როგორც საკუთარის. ბოღმაჩებო გასკდით გულზე მე თქვენ პასუხის ღირსი არ გაგხადოთ ,,ჯირნად"მოგივათ ,,ჩქიმი" რეკლამა!“
მასალის გამოყენების პირობები






