“იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფროდაუფრო მეტ შეცდომებს უშვებს. მისი დამოკიდებულება ზოგადად მოსამართლეების მიმართ არის ძალიან არაერთგვაროვანი. გაუგებრია, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხის ინიცირება მოახდინა დღეს. მას სჭირდება უფრო მეტი დასაბუთება და კიდევ ერთხელ მოწმობს ეს ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ფართო დისკრეცია და ფართო უფლებამოსილება“, - განაცხადა საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ ახვლედიანის მოშორება-დასაჯა უნდათ.
“იუსტიციის საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც სურს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დარჩეს ჭაობში, მათ უნდათ, როგორმე მოიშორონ ახვლედიანი, დასაჯონ, რომ სხვა მოსამართლეებმა ვეღარ გაბედონ, რომ იყოს ურჩი და დაემორჩილოს კოლექტიური მურუსიძის გადაწყვეტილებას. ეს არის ძალინ ცუდი ამ ქვეყნის განვითარებისთვის და ეს არის სასამართლოს სიტემის სრული იზოლაცია სამოქალაქო საზოგადოებისგან", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ახვლედიანის გადაყენებას აფასებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი ნინო ლომჯარია.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭო თავის უფლებას ბოროტად იყენებს.
“ძალაიან სამწუხაროა, რომ საბჭო იყენებს ასე ბოროტად თავის უფლებამოსილებას. მით უმეტეს, თუ გადავხედავთ მოვლენების განვითარებას, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა არაერთი გარემოების გამო დაიწყო. მას შემდეგ, რაც მან დაიწყო ხმამაღლა საუბარი და გაასაჯაროვა თუნდაც ის ფაქტები, რაც შეეხებოდა საგამოცდო ტესტების გაჟონვის ფაქტს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






