" მე გამოვრიცხავ იმას, რომ მერმა არ იცოდა რა საბუთს აწერდა ხელს და ვის აფინანსებდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიმე თანამშრომელმა მოამზადოს საბუთები ისე, რომ მერი არ იყოს საქმის კურსში. ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მერი ხელს იშვერს თანამშრომლისკენ, იწყებს გამოძიებას და ამის საფუძველზე ათავისუფლებს თანამდებობიდან ერთ-ერთ თანამშრომელს.
მე უფრო პასუხისმგებლობით სავსე განცხადებას მოველოდი მერისგან, სადაც ის იტყოდა რომ შეცდომა მოხდა, აღიარებდა, რომ არასწორად მოაწერა ხელი დოკუმენტებს. ვთვლი, რომ მერიის განცხადება და იმაზე ხაზის გასმა, რომ მერი შეცდომაში შეიყვანეს , სამარცხვინოა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ, სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომელს, თამარ გერგედავას საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებისთვის ფულადი დახმარება გაუწია, თუმცა ის როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ისე გააფორმა. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, რის შედეგადაც მერიამ დაადგინა, რომ რომ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი შეესწავლა თამარ გერგედავას განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შესრულებულ იქნა არაჯეროვნად, კერძოდ, თამარ გერგედავასათვის თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის წერილი მან თბილისის მერთან გაგზავნა შაბლონური ტექსტით, რომელიც იმ მომენტისათვის, არ შეესაბამებოდა გერგედავების ოჯახში არსებულ მდგომარეობას, უფრო კონკრეტულად, თამარ გერგედავა არ იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში.
გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეთათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე საკითხის გადაწყვეტისას მერი ეყრდნობა შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობას და არ არის ვალდებული უშუალოდ გადაამოწმოს თითოეული დოკუმენტი, რადგანაც, აღნიშნულზე, სწორედ ის სამსახურია პასუხისმგებელი, რომელიც შუამდგომლობას აყენებს მერთან, დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი.
შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აღნიშნული თანამშრომელი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.
მასალის გამოყენების პირობები






