ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელმაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებაs დღეს მხარი არ დაუჭირა აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეცდომა დაუშვა.
საბჭოს წევრი განმარტავს, რომ საბჭოს ახვლედიანის არგუმენტებისთვის უნდა მოესმინა. მითუმეტეს, ახველდიანმა გონივრული ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.
„მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა. დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა, იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციაში,“ - განმარტავს მჭედლიშვილი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან დღეს გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა საბჭოს ყდანარჩენმა 12 - მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






