ელისო კილაძე სკანდალურ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:42, 22 Feb, 2016     30700

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე იგორ გიორგაძის მომხრეების დაკავების დროს გადაღებულ აქამდე უცნობ კადრებს ავრცელებს, კადრში ჩანს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფულს ურიგებს.

„მერამდენე თვეა რუსული სპეცსამსახურების აგენტურა გამალებით ცდილობს „ქრონიკა+“-ის და მირადად ჩემს დისკრედიტაციას, ამ ბრძოლის ავანგარდში „ასავალ-დასავალი“ და მისი ჟურნალისტი ზაზა დავითაიაა.

ჩემს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ფული, რომელსაც ზაზა დავითაია საპროტესტო აქციის მონაწილეებს ურიგებს, ეს რუსული სპეცსამსახურების ფულია, მეხუთე კოლონა ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდა და გეგმავს. ზაზა დავითაია ამ პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ, დღეს ის აცხადებს, რომ პოლიტპატიმარია.

მინდა საზოგადოებამ კარგად დაინახოს იმ ადამიანების სახე, რომელიც „ქრონიკა+“-ის და პირადად ჩემი დისკრედიტაციითაა დაკავებული, ეს ხდება რუსული სპეცსამსახურების დავალებით თუ დავითაია ამჯერად, უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის დავალებებს ასრულებს, მარტივად გასარკვევია. ყოფილი აგენტები არ არსებობენ“- აცხადებს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42