ნინო გვენეტაძის განცხადებით, გათავისუფლების ძირითადი საფუძველი არის საქმისწარმოების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა მამუკა ახვლედიანის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად.
"მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით წესთან დაკავშირებით გარდაუვალი გახდა ყველა იმ ნორმატიული აქტის გადახედვა, ბრძანების სახით, რომელი საქალაქო სასამართლოში იყო შემოღებული და ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა სერიოზული დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით," - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ მამუკა ახვლედიანი შეგნებულად არიდებდა თავს საბჭოზე გამოცხადებას და კითხვებზე პასუხების გაცემას.
„საბჭო დღევანდელ სხდომაზე ელოდებოდა მამუკა ახვლედიანს, თუმცა იგი არ მოვიდა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეგნებულად თავს არიდებს საბჭოზე გამოცხადებას და პასუხებს იმ კითხვებზე, რომელებიც არსებობდა. ყველა წუთს და საათს აქვს მნიშვნელობა, როდესაც საქმე უკავშირდება სასამართლოს გამართულ მუშაობას",- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ახვლედიანის გადაყენება კავშირში არ არის ახვლედიანის განცხადებებთან.
მასალის გამოყენების პირობები






