ევროპის სოციალისტები არჩევნები ,,ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ
პოლიტიკა - 15:38, 22 Feb, 2016     1345
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და გენერალური მდივნის მოადგილე ჯაკომო ფილიბეკი დღეს პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, პარტიის სხვა ლიდერებს და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების’ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო სამი წის განმავლობაში განხორციელეულ რეფორმებს და სამომავლო თანამშრომლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ბატონი სტანიშევისგან სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე ძალიან მნიშვნელობანია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპელი სოციალისტების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტიამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მე გამოვყოფდი ერთერთს, პარტიის გაწევრიანებას ევროპულ სოციალისტურ პარტიაში, რაც მისასალმებელია. “- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ როგორც მმართველი კოალიციის წამყვანი ძალა, არის საქართველოს ევროპული კურსის უმთავრესი გარანტი, ევროპელ სოციალისთტა პარტიებთან პარტნიორობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის სერგეი სტანიშევის თქმით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის მიღება. „ქვეყანა უახლოვდება ევროპას. ევროპელი სოციალისტები მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას და მოვითხოვთ, ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად” - განაცხადა სტანიშევმა. მისივე თქმით, საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და ეს დაიმსახურა.

„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში. როგორც მე დღეს შეხვედრებზე განვაცხადე, დღეიდან მათი საქმიანობა ჩვენი საქმიანობაა. ჩვენ გვინდა, რომ ქართული ოცნება იყოს წარმატებული მთავრობაში და ჩვენ ნათლად ვაჩვენებთ წლევანდელი წლის საარჩევნო კამპანიაში თუ როგორ დავუჭერთ მათ მხარს ჩვენ, ევროპის სოციალისტების ოჯახი“ - განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მტავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ აღადგინა სოციალური თანასწორობა საქართველოში, ისეთ მთავარ საკითხებში, რომელიც ყველა ადამიანზე ზეგავლენას ახდენს. ეს არის ჯანდაცვა, განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ხელშეწყობა და სხვა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდა იმასთან შედარებით, თუ როგორი იყო ის წინა პერიოდში. „ხალხს აქვს უფლება უფრო მეტს მოელოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ სად იყო საქართველო სამი წლის წინ და სად არის ეხლა. საკმაოდ ნათელი იყო ის, რომ ხალხს არ ქონდა თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა“ - განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ვიზიტები ბრიუსელში, რომლის დროსაც შედგება ერთიანი დისკუსიები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42