IDFI: ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში ვერ უზრუნველყოფს სოციალური მხარდაჭერის პირობებს
პოლიტიკა - 15:32, 22 Feb, 2016     1631
როგორია ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში - IDFI-ს მიერ მომზადებული კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შემუშავებულ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს.

საბოლოოდ, კვლევა წარმოადგენს რეკომენდაციებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის გარკვეული დადებითი ტენდენციები შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით უახლოეს პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ხსენებული ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო.

საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ფართოდ გამოყენებული ოჯახის ფინანსური დახმარების ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში მხარდაჭერა და საგადასახადო შეღავათები

საქართველოში ფულადი დახმარების მიღების უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ რეგიონებში ფაქტობრივად მცხოვრებ ბავშვებზე, სადაც წინა მე-2 და მე-3 წელს არ ფიქსირდება წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი, რაც არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს იმ ოჯახებს, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში არ ცხოვრობენ. ჩვენი გამოთვლებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული პროგრამის განხორციელება ყოველწლიურად მოითხოვს დაახლოებით 38 000 000 ლარს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ყოველ მე-3 და შემდგომ ბავშვზე დაწესდება ერთჯერადი ფინანსური დახმარება (მე-3 ბავშვი 800 ლარი, მე-4 ბავში 1000 ლარი, მე-5 და შემდეგი ბავშვი 1500 ლარი) აღნიშნულისათვის დამატებით საჭიროა დაახლოებით 10 000 000 ლარი.

ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული დოკუმენტაცია ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანების დახმარების მნიშვნელოვნად განსხვავებული სტანდარტი არსებობს. მთელ რიგ ადგილობრივ თვითმმართველობებში(მაგალითად: დმანისი, საგარეჯო, ქარელი, ჭიათურა, თერჯოლა, ბაღდათი, თიანეთი, მცხეთა, გარდაბანი) 2015 წლის მდგომარეობით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ცალკეული პროგრამა საერთოდ არ გააჩნიათ.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და ასახოს ისინი სტრატეგიულ დოკუმენტში. შესაძლებელია, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დანერგვის რამდენიმეწლიანი გეგმის შედგენა, მათი ეტაპობრივი განხორციელების მიზნით, იმისთვის, რომ სტრატეგიულ დონეზე განისაზღვროს დღეს მიღწეული გაუმჯობესებული მაჩვენებლების შენარჩუნება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების მოსალოდნელი კრიზისული პერიოდის (2017 წლიდან) რისკების შემცირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42