რესპუბლიკელები ნატოაფერისტები არიან! ნატოსგან ვიღებთ აბსოლუტურად ნიჰილისტურ და პესიმისტურ განცხადებებს საქართველოს გაწევრიანებაზე . ასეთი რამ სააკაშვილის დროსაც კი არ მომხდარა და საინტერესოა, ხიდაშელის მინისტრობისას რატომ ხდება? ასე რომ, „პრორუსობისა“ და „ რუსეთუმეობის“ იარლიყები საერთოდ აღარ იმუშავებს. ეს იარლიყები თუნდაც საგარეჯოში მეასეხარისხოვანი იყო, ხალხს ამაზე ეცინებოდა.
კაგებეს-ს აგენტები კი, პირველ რიგში, თავად რესპუბლიკელები არიან. უსუფაშვილისთვის ეს მე არ მითქვამს, სოზარ სუბარმა უთხრა პირდაპირ ეთერში, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ლავროვს ევაჭრებოდა და ფულს სთხოვდა. მე არ დამიბეზღებია ჩემი მეგობრები, საბჭოთა სუკ-ის აგენტი არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი ბოდიში და ძმები „სტუკაჩოკების“, დავით უსუფაშვილის, რომელიც 9 აპრილის მერე გახდა კომპარტიის წევრი და სხვების შეფასებებს, უბრალოდ , არ მივიღებ. ხიდაშელის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია კი არ მიდიდ, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა და თუ ეს ხელისუფლება არაფერს მოიმოქმედებს, ხელისუფლებაში სხვა მოვა და ქალბატონ ხიდაშელს იქ მიაბრძანებს , სადაც დღეს მისი ძველი თანამებრძოლები სხედან“- აცხადებს ირმა ინაშვილი.
წყარო „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






