"დიპლომატთა კლუბი" მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:33, 22 Feb, 2016     1116
„დიპლომატთა კლუბი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიუღებლად და უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს და ხელისუფლებას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „დიპლომატთა კლუბის“ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 20 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ე.წ. ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ შესაძლო რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა: "რეფერენდუმის მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შემთხვევაში, სტატუს-კვო არ გაუარესდება. ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგებზე არ გადის, გარდა იმისა, რომ შეიძლება, საზოგადოებაში უბრალოდ გამოიწვიოს დამატებითი კითხვები, ვნებათაღელვა, ყურადღების მიპყრობა და, ბუნებრივია, უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, მაგრამ შედეგი არ იქნება იმაზე მეტი, რაც დღეს არის. არაფერი არ მოჰყვება ამას."

იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციას, ქვეყნის ტერიტორიის 20% დროებით აქვს ოკუპირებული, საგარეო და შიდა გამოწვევების ურთულეს ფონზე, სახელმწიფო მინისტრი უკვე მერამდენედ საუბრობს, როგორც შორეული ქვეყნის არაკომპეტენტური დამკვირვებელი და არა როგორც დროებით ოკუპირებული მხარის წარმომადგენელი.

იმის ნაცვლად, რომ ზაქარეიშვილი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, რაც გულისხმობს მიზანმიმართულ, გეგმაზომიერ საგარეო აქტივობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემატიკა საერთოდ გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან. მეტიც, ზაქარეიშვილის გამოსვლები ვნებს და ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს.

ხელისუფლების ,,გადალაგებულმა" პოლიტიკამ ერთი მხრივ გაათავხედა რუსული მხარის მოქმედებები და მეორე მხრივ დაგვაშორა და არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

ვთვლით , რომ სახელმწიფო მინისტრმა მორიგი, უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.

მივიჩნევთ რომ ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა იმოქმედოს ადექვატურად და გადაუდებლად გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან პაატა ზაქარეიშვილი. ასევე, მთავრობამ მკვეთრად უნდა გააქტიუროს საგარეო ქმედებები ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით. გამომდინარე პრობლემის სენსიტიურობიდან, ყველა მოქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც კავშირში იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, უნდა გახდეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42