,,რესპუბლიკური“ პარტიის სპეციალური განცხადება - პარტია საჯარო დებატებს წყვეტს
პოლიტიკა - 13:09, 22 Feb, 2016     7354
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ,,რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს და პარტიის წინააღმდეგ გოგი თოფაძის ბრალდებებს, ანტიდასავლური კამპანიის ნაწილად აფასებს.

,,ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გავხდით საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი.

აღნიშნული ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად გვიწევდა ხაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. მიუხედავად შიდაკოალიციურად საკითხის არაერთგზის წამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული განცხადებები, რაზეც პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან განმცხადებლის მხრიდან ლაპარაკი იყო მედიის მიერ თითქოსდა აზრის დამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში - საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი.

კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი, რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. იმავდროულად, პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არის არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთი ადამიანის დაპირისპირება კოალიციასთან.

აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის“ - ნათქვამია სამნიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42