მისი თქმით, მამუკა ახვლედიანმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, სპეციალიზაციებთან დაკავშირებით შეიჭრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში, რის გამოც მას საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
საბჭომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესაძლოა დღესვე განიხილოს. მოთხოვნაზე დადებითი პასიხის შემთხვევაში ახვლედიანი რიგით მოსამართლედ დარჩება.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა.
2015 წელს შეჯამებისას მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ განცხადებით, გასული წელი საკმაოდ პრობლემატური იყო.
ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესაც დაუპირისპირდა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ვერ გაამთართლა - არჩევის შემდეგ გვენეტაძე საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
აქვე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი საეჭვო რეპუტაციის მოსამართლის დანიშვნა მოხდა. ახლვედიანი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა პირადი ნაცნობობით მოხდა.
ახვლედიანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების ტესტირების სკანდალის საქმეში საგამოძიებო ორგანოების ჩართვასაც მოითხოვდა.
ახვლედიანმა განაცხადა, რომ სკანდალური საქმეს ობიექტურად ვერ გამოიძიებს ის ორგანო, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ამ საკითხში.
მასალის გამოყენების პირობები






