"სპეცრაზმმა უარი თქვა დარბევის ბრძანების შესრულებაზე"- სააკაშვილმა რ2-ის მოვლენებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 11:02, 22 Feb, 2016     5244
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი2“-ის ირგვლივ რამდენიმე თვის წინ განვითარებულ მოვლენებს ეკა კვესიტაძის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით ივანიშვილი რ2-ის დახურვას ყველანაირი ძალით ცდილობდა და სწორედ ამიტომ ვრცელდებოდა ფარული ჩანაწერებიც:

„ყველა ჩანაწერი მოპოვებულის ეფესბეს მიერ, ეს დამიდასტურეს უკრაინის სპეცსამსახურებმა. მე არ ვაპირებ პასუხს, რაც არ უნდა მკითხოთ ეფესბეს მოპოვებულ ჩანაწერებზე, რომელსაც მათი ფილიალი- საქართველოს მთავრობა იყენებს. მე ძალიან მეცოდება ის ხალხი ვინც ამას განიხილავს, განხილვითაც უკვე მათ დაკრულზე თამაშობ. კატეგორიულად მიუღებელია, მე სხვათა შორის პრინციპულად არ ვუსმენ ამ ჩანაწერებს.“- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ის რუსთავი ორს თავდაცვისკენ მოუწოდებდა:

„ჯობია გავიზარდოთ, თავისუფლებას უნდა დაცვა და თავისუფლებისთვის საჭიროა ბრძოლა. თუ ყველაფრის ჩაბარება გინდათ უბრძოლველად ჩააბარეთ, მაგრამ მაშინ მომავალი არ გვაქვს. ჩემთვის სისხლისღვრა და ძალადობა მიუღებელია, ჩემი ცხოვრების ამოცანა, აზარტი და დრაივი არის მშენებლობა და განვითარება, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ბრუტალურ ძალასთან“- აღნიშნა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის ნათქვამზე იმასტან დაკავშირებით , რომ რუსთავი2-მა თავის დაცვა არა ძალით, არამედ სამოქალაქო სექტორის აქტიურობით და საერთაშორისო მხარდაჭერით მაინც შეძლო, სააკაშვილმა უპასუხა, რომ რ2-ის გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სპეცრაზმმა ტელეკომპანიაში შეჭრაზე უარი განაცხადა:

„სპეცრაზმმა უარი თქვა დარბევის ბრძანების შესრულებაზე, ეს ვიცი ზუსტად. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს მთავარი კბილი მოუცვდა, ძალისმიერი აპარატი მას საქართველოში არ ყავს, ამიტომ შეეცადა ვიღაც ბანდიტებისგან ჯგუფების შექმნას. ეს კაცი ყველა ძალის გამოყენებით აპირებდა ერთადერთი თავისუფალი ტელევიზიის დახურვას. თავისი ფრაქციის წევრებს უთხრა, ხვალ შევდივარ და ვამთავრებ რუსთავი2-სო. ამიტომ მეშინია, რომ ძალადობისკენ არ წასულიყო დ არ წავიდეს. მაგრამ ვერ შეძლებს. თუკი ხალხი იქნება მობილიზებული, საქართველოში ძალადობრივი სცენარი ვერ შედგება". - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42