ზვიად კვაჭანტირაძე ,,ქართული ოცნების“ კოალიციის წევრებს მიმართავს
პოლიტიკა - 22:37, 21 Feb, 2016     2132
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ეხმაურება და თანაგუნდელებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.

უმრავლესობის წევრი პრემიერის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილი თავისი გუნდის მთავარ შეცდომად მიიჩნევს საზოგადოებაში მკვეთრი კონფრონტაციული ფონის არსებობას და მიიჩნევს, რომ მთავრობის მთავარი საზრუნავი ამ ფონის განეიტრალება და საზოგადოების კონსოლიდირებაა.

ზვიად კვაჭანტირაძე თანაგუნდელებს პრემიერის ამ მესიჯის გათვალისწინებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილებას ურჩევს

,,აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს და მინდა კარგად წაიკითხოს ეს მესიჯი ჩვენმა ზოგიერთმა თანამებრძოლმა, ვინც ამა თუ იმ დონეზე პასუხისმგებლობები გადაინაწილეს ქვეყანაში და ხანდახან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ.

უნდა გავიგოთ ბოლოსდაბოლოს, რომ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება სერიოზულად და პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს "ჩვენიანებად" და "არაჩვენიანებად", ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმაზე კი არ იზრუნებს და იმუშავებს, იმაზე კი არ მიმართავს მთელ ძალისხმევას, რომ ჯერ კიდევ გუშინ სხვისი მხარდამჭერი თავისკენ გადმოხაროს, გადმოიყვანოს, გვერდში დაიყენოს, არამედ უგუნურად იმაზე ხარჯავს დროს და ძალას, თუ როგორ მოიძულოს, გარიყოს, დაიშოროს და საბოლოოდ დაუბრუნოს თავის პოლიტიკურ მოწინააღგმდეგეს ასეთი პოტენციური ამომრჩევლები- საკუთარი მოქალაქეები. (ხაზგასმით ვამბობ, აქ მე არ ვგულისხმობ იმ კონკრეტულ პირებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი.)

ჩვენ, საკუთარ მოქალაქეებს ვერ მოვექცევით ისე, როგორც ექცეოდა მათ წინა ხელისუფლება, ვერ დავყოფთ მათ მომხრეებად და მოწინააღგმდეგეებად.

ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვინც ათვითცნობიერებს, რომ მისი საზრუნავი ქვეყნის თითოეული მოქალაქეა და არა მხოლოდ მისი აქტიური მხარდამჭერები.

დღეს, როდესაც ევროპაში, რეგიონში, მსოფლიოში ამდენი ურთულესი გამოწვევაა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის წინაშე ერთი უმთავრესი შიდა გამოწვევა დგას -

საზოგადოების სრული კონსოლიდაცია და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ !!!“ - წერს ზვიად კვაჭანტრაძე თავის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42